რამდენჯერმე ჰქონდა ნათქვამი – ვერ მომიშორებ იცოდეო. სულ მიკვირდა, რატომ ამბობდა ასე. ეტყობა, გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რამდენად ადვილია ჩემთვის მოვიბეზრო მისი ქცევები და ქარიშხლის მიერ მოტანილ სიცივეში გავახვიო მთელი ჩვენი ურთიერთობა. სხვა გზა არ მაქვს, უნდა გამოგიტყდე – ჩემი სიჯიუტე შენს სურვილზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა.








