ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული სერვისით და შეასრულებინე შენი საქმე პროფესიონალს, დაგვიკავშირდით და დაამონტაჟებინეთ სწორად, ნასწავლათ და ხარისხი
მეორე ეტაპი შესაბამისი კრონშტეინის, ანუ საკიდის შეძენაა. ის შეიძლება იყოს:
ფიქსირებული, რომელიც ტელევიზორის სტატიკურ მდგომარეობაში გაჩერებას უზრუნველყოფს, დიდი ზომის ტექნიკისთვის სწორედ მას გირჩევთ, რადგან გაცილებით უკეთ უმკლავდება დიდ დატვირთვას;
ნახევრად მოძრავი - ამ შემთხვევაში ტელევიზორის ვერტიკალურად ტრიალი შეგიძლიათ, 20 გრადუსით იცვლის კუთხეს;
მოძრავი, ანუ უნივერსალური - ერთდროულად მოძრაობს ვერტიკალურადაც და ჰორიზონტალურადაც, 90 გრადუსით იცვლის კუთხეს;
ჭერის - 360 გრადუსით იცვლის კუთხეს.
ტელევიზორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი ოთახის გაბარიტები. მართალია, დიდ ეკრანზე ფილმების ან მატჩების ყურებას არაფერი სჯობს, მაგრამ დამეთანხმებით, დიდი ტელევიზორი პატარა ოთახში არა მხოლოდ მოუხერხებელი და ულამაზოა, არამედ მხედველობისთვისაც საზიანოა.
ჩვენი რჩევა
გირჩევთ, ტელევიზორსა და კედელს შორის, რომელზეც ამონტაჟებთ, გარკვეული ადგილი დატოვოთ, რადგან თხელპანელიანი ტელევიზორი მალე ხურდება და რაც მეტი ადგილი იქნება ვენტილაციისთვის, მით უკეთესი. გარდა ამისა, დიასახლისებს მეტი სივრცე მტვრის გადაწმენდის საშუალებასაც მისცემს.
ასევე, ნიშაში განთავსების შემთხვევაშიც ყურადღება მიაქციეთ, რომ ტელევიზორს გარშემო დამატებითი სივრცე ჰქონდეს, რათა ჰაერის ცირკულაცია არ დაირღვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკა მალე გამოვა მწყობრიდან.
ტელევიზორის ჩამოკიდება ითვალისწინებს კედლების ტიპსაც, რადგან ბეტონის კედელზე მისი ფიქსაცია არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, აი, თაბაშირ-მუყაოს ზედაპირზე კონსტრუქციამ შეიძლება ვერ გაუძლოს დატვირთვას. შედეგად, ტელევიზორი ჩამოვარდება და დაზიანდება.
გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ დასამონტაჟებელ ადგილას კედელში ელექტროგაყვანილობა არაა. ჩვენ სპეციალური მოწყობილობით ამის დადგენა არ გაგვიჭირდება.
ბოლოს კი სადენების შესაფუთად, თვალში რომ არ ხვდებოდეს, სპეციალური შესანიღბი ყუთის გამოყენებას გირჩევთ.















