d e v o n
Claire Keane
KIROKAZE
Sade Olutola
we're not kids anymore.
let's talk about Bridgerton tea, my ask is open
todays bird

No title available
AnasAbdin

shark vs the universe
Mike Driver
tumblr dot com
Aqua Utopia|海の底で記憶を紡ぐ
TVSTRANGERTHINGS
No title available

pixel skylines
styofa doing anything

⁂

blake kathryn

JVL

seen from France

seen from United States
seen from Netherlands

seen from Finland

seen from Malaysia

seen from United States
seen from United States

seen from Malaysia
seen from Canada

seen from United States
seen from Türkiye
seen from Malaysia
seen from United States
seen from United States

seen from United States

seen from United States
seen from Singapore

seen from France

seen from Brazil
seen from India
@almostcoldsweets
ის...
" წარმოსახვითი ტკივილები ხანდახან უფრო ძლიერია ნამდვილთან შედარებით, რადგან თან ახლავს მორალური ტანჯვა, გამოწვეული მალული თვითდადანაშაულების გრძნობით. ასე რომ, ეს ფაქტის რეალობის საკითხი არ არის, ეს სულიერი რეალობის საკითხია"- კარლ იუნგი
მიკვირს,
როცა ამბობენ,
ჯერ ისევ ცრემლიანი თვალებით,
ტკივილები კვდებიანო
და
უხარიათ.
მიკვირს,
რადგან ყველა ტკივილი,
რომელიც ჩემში იყო
და
მოკვდა,
ვერ მივაქციე ყურადღება,
ვერ გამოვასვენე გარეთ,
ვერ ავუგე წესი,
ვერ დავუტირე
და
ვერ დავმარხე.
ყველა ტკივილი,
რომელიც ჩემში იყო
და
მოკვდა,
ძალიან ნელა
და
მძაფრად გაიხრწნა.
მათი საშინელი სუნი
ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ჩემი სულის ბათქაშჩამოყრილ კედლებს,
მეშინია,
ერთ დღესაც გულში ჩამიკრა
და
იგრძნო,
მაშინვე მკვდრეთით აღსდგებიან.
მათ ვეღარავინ ანუგეშებს,
მათ ვეღარავინ გაიზიარებს,
მათ ვეღარავინ დანებდება,
მათ ვეღარავინ მოითმენს.
ისინი მხოლოდ უნდა გახსოვდეს,
როგორც
სიბერეში შესულს უკანდასაბრუნებელი გზა.
ნუ ჩაიხედავ ჩემს თვალებში,
ჩემი თვალები ტკივილების სასაფლაოა.
▪︎ლაშა მარგიანი
ისეთნიც არსებობენ, ყველანაირ წვრილმანს რომ ყურადღებას აქცევენ და მათი მოკვლა ერთი სიტყვითაც შეიძლება...
კ. ჰამსუნი
"ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად. და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები შეიყვარეთ: მათ ღმერთმა აზრის საწყისი და უშფოთველი სიხარული მიანიჭა. ნუ შეაშფოთებთ, ნუ გააწვალებთ, სიხარულს ნუ წაართმევთ, ღვთიურ აზრს ნუ აუმხედრებთ. ადამიანო, ცხოველს ზვიადად ნუ მოეპყრობი: ისინი უცოდველნი არიან... განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები, და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს".
— დოსტოევსკი / "ძმები კარამაზოვები"
"დღეს ის პერიოდია, როცა არავის წარმატება, სიმდიდრე, კარიერა, ნიჭიერება, მიღწევა არ გაგიკვირდება. ერთადერთი, რაც გაგაოცებს, მაგრამ თითქმის ვერ იპოვი-ადამიანობაა."
მამა პეტრე
როცა ხვდები,
რომ
რაღაც შეიცვალა ~
მიზეზს ეძებ
და არა
იმ რაღაცას
რაც ვერ გაგიგია.
თუნდაც ის,
რომ თქვენ
დატოვეთ ერთმანეთი
მუსიკის ფონზე
და
თუნდაც ის,
რომ ერთმანეთი
ჰაერზე მეტად გენატრებათ ~
წყალში დახრჩობის დროს,
არაა საკმარისი
აგრძელებდეთ
წყალქვეშ ყოფნას,
რადგან
ყოველთვისაა გამოსავალი
სიღრმეს და
ფსკერს შორის.
"უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით.
გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე.."
ნოდარ დუმბაძე
"სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ – მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ – მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!"
გოდერძი ჩოხელი
"არც მე და არც შენ.. არავინ ურტყამს ისე ძლიერად, როგორც ცხოვრება. მნიშვნელობა არ აქვს შენ როგორ დაარტყამ, მთავარია დარტყმას როგორ აიტან და მერე როგორ გააგრძელებ მოძრაობას.. რამდენს აიტან... ისე, რომ მოძრაობა გააგრძელო."
/ნაწყვეტი ფილმიდან "როკი ბალბოა"/
It’s a beautiful thing when you get so comfortable with someone and you realize you’re telling them things you’ve never said out loud before.