ეს დღეებია მარტოობას ვგრძნობ.
არადა მარტო არ ვარ, ვიცი შენ აქ ხარ ჩემთან. ჩემ თმაში თითებს ათამაშებ და მიღიმი.
ეს დღეებია ჩემი ტვინი არეულია, გადატენილია ფიქრებით...
იცი ისედაც სულ შენზე ვფიქრობ, მაგრამ ეს განსხვავებულია.
ეს დღეებია ჩემ გულში სროლაა, ომია, რომელსაც ვერ ვაჩერებ.
ტყვები ჩემს გულს ხვდება და მტკივა.
ეს დღეებია მჭირდები უფრო, ვიდრე მანამდე.
მეგონა რაღაც მაინც ვიცოდი, ის მაინც ვიცოდი, როგორია მონატრება.
არ მცოდნია... ესე გაუთავებლად არასდროს მიგრძვნია.
ამ დღეებში უფრო შემიყვარდი, ვიდრე მანამდე, მარამ ეს ბუნებრივია, მე ხომ ისედაც ყოველდღიურად უფრო და უფრო მიყვარდები...
ეს დღეებია მგონია, რომ ცას ვწვდები და ხელით ვარსკვლავებს ვკრეფ.
ეს დღეებია განვიცდი, უშენობას განვიცდი.
არა უბედური არ ვარ, რა თქმა უნდა. ზუსტად ვიცი, რომ შენც იგივეს გრძნობ.
ისევ ძალიან, ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან შენი სიყვარული ისევ ისე მათბობს.
მიყვარხარ იცი? ხო, იცი...
ვიცი, რომ იცი, მაგრამ მე მაინც გაგიმეორებ ყოველ დღე, ყოველ წამს, რომ შენ ჩემი ცხოვრების არსი ხარ, რომ შენ გარეშე არაფერს აზრი არ აქვს, რომ "მთვარემდე და უკან" უბრალოდ სიტყვები არ არის.
დამჯერე მე ესე ჯერ არავინ მომნატრებია.
დამიჯერე მე ასე ჯერ არავინ მყვარებია.
დამიჯერე მე ასე ვერავის შევიყვარებ და არც მექნება სურვილი, რადგან შენ არსებობ.
ღმერთო, ყველაფერს მირჩევნია შენთან გატარებული 1 წამიც კი, ნაკლებიც...
მიყვარხარ და ძალიან მენატრები, ერთი სული მაქვს ჩაგეხუტო...