რა სისულელეები ჩამიდენია სიყვარულის სახელით (????)
როდესაც გიყვარს და ბრმა ხარ, ბიჭებს თუ გოგოებს სულმთლად ავიწყდებათ საკუთარი ღირსება და მას უნაწილებენ შეყვარებულებს. მოკლედ ამას განსაკუთრებით ბიჭები ჩადიან. და ასეთი ბევრი სისულელეც ჩამიდენია.
სიყვარულის გულისთვის დავალებებს ვუკეთებდი ერთს
სიყვარულის გულისთვის სადიპლომოს წერაში ვეხმარებოდი ისე რომ ამის დრო მე არ მქონდა
სიყვარულის გულისთვის მასთან ერთად (ის ბოლოს ვერ მოხდა იქ) სხვა უნივერსიტეტში ჩავაბარე რომელიც საერთოდ არ მინდოდა და მერე პირიქითაც, ძაან მომინდა.
სიყვარულის გულისთვის თავს ვიმასხარავებდი ჩემზე ხუმრობებით, რაც საერთოდაც არ იყო კარგი რამ, შე ძუკნავ თუ ამას კუთხულობ კაია
სიყვარულის გულისთვის შეხვედრაზე უაზროდ, ნახევარი საათი ადრე მივდიოდი, ისინი კი ძირითადად 20 წუთი იგვიანებდნენ.
სიყვარულის გულისთვის მუსიკა დავუწერე ერთს. და ხო...
სიყვარულის გულისთვის რადიოდან “კოდური” სიტყვა ვთქვი რომელსაც მხოლოდ ის გაიგებდა
სიყვარულის გულისთვის მასზე გიფები გავაკეთე. სამი საათი დამჭირდა.
სიყვარულის გულისთვის მისი მესიჯის ლოდინში კომპიუტერთან მთელი დღე გამიტარებია.
სიყვარულის გულისთვის მის მოსაზრებებს, რომელიც ჩემსას საერთოდ აცდენილი იყო ვღებულობდი როგორც საკუთარს. არადა დიდ სისულელედ მეჩვენა. ახალი სამყარო ახალი სამყაროათქო. თავს ვიწყნარებდი.
სიყვარულის გულისთვის მის “Track List” ჩემთან გადმოვაკატავებდი და თავს ვიტყუებდი თითქოს მომწონდა... თანაც ზოგი რუსული სიმღერა იყო და ბოლოს ამომასხა. ატანა არ მაქვსთქო განვაცხადე.
ეს ისაა რაც გამახსენდა. ახლა ჭკუა ვუსწავლე და სიყვარულის გულისთვის... არ ვიცი. მგონია მაც ვერ ვისწავლე და ვერც ვერავინ ისწავლის ასე.











