და ისიც მოდის ისევ სიმარტოვის და ტრაგედიის ბილიკით თავსხმა, თეთრ დოფამინის წვიმაში, ბრუნდება თავის მიუტოვებელ მაგრამ ათასწლეულად ცარიელ სახლში, როდესაც ეს კოკისპირი ამ წვიმის თავის ბუნდოვანი ფიქრებით გაზრდილ თმას მხრებზე განუსვენებს მომაკვდავივით. და ისიც მოდის ისევ და ისევ, თვალახილული ფარული განცდების სამოსში გამოწყობილი, და იმ ახალ წვიმას ვინღა შესწყვეტს, რომელიც უკვე მის ფერმკრთალ, ოდესღაც შინდისფერ გულში გაჩნდა? ვინღა ამყოფეფს მას საღად მოაზროვნედ? როდესაც მისი ჩამქრალი გონება დანაწევრებულია, ფერადი ნაწილების უკმარისობის ნიშნებითაც? და ისიც მოდის ისევ, ღამის სიშავეში გახვეული რომ სიცივე სიცივით გაითბოს. ფაიფურისებრთ ულამაზესი სახით, მელანქოლიით სავსე მზერით. და შენ თუ გინდა შეიცნო რა ჰკლავს მას შინაგანად რუხი ქვიშით სავსე საათის ტემბრით? და შენ თუ გაბედავ მასთან ერთად გაიარო მისი ლაბირინთ ცნობიერის გზები? და ისიც მოდის ისევ და ისევ, საბოლოო კართან წამიერი საუკუნეების მოშორებით. და შენ თუ ანახებ მას გულწრფელობას? და შენ თუ გადაჰკვეთ იმ აკრძალულ ხაზს? და შენ თუ შეიყვან ამ კარით მას სახლში და დაპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება სამარადისოდ?












