Qwelly - ესაა სოციალური ქსელი
სიორენ კირკეგორის ფილოსოფია
დანიელმა ფილოსოფოსმა ს. კირკეგრმა (1813-1855) 1841წ, დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია თემაზე "ირონიის ცნების შესახებ" ამავე წელს სასწავლებლად წავიდა ბერლინში, მაგრამ იქ მხოლოდ ხუთი თვე დარჩა, პოლიტიკაში რეაქციონერი და დემოკრატიის მტერი, იგი ამავე დროს ებრძოდა იფიციალურ ფილოსოფიას. 1855 წ. უშვებდა გაზეთს "წამი" რომლის ერთადერთი თანამშრომელი თითონ იყო, გამოსცა სულ 10 ნომერი, ცხოვრების ბოლო წლები თითქმის ყველასგან მიტოვებულმა გაატარა.
კირკეგორის სტუდენტობის წლებში დანიაშიც ჰეგელის ფილოსოფია იყო გაბატონებული,დანიელი ჰეგელიანელი ი.ლ. ჰაიბერგი,დანიის კულტურული ცხოვრების დიქტატორი,კირკეგორის პირველი მასწავლებელი იყო, კირკეგორი მალე მიხვდა რომ ჰეგელის მოძღვრების სისტემატურობა და ჰარმონიულობა ცხოვრებისაგან, ე.ი რეალური კონკრეტული სინამდვილისგან მოწყვეტის ფონზე იყო მიღწეული, კირკეგორს კი ფილოსოფია ცხოვრების და უპირველეს ყოვლისა საკუთარი ცხოვრების პრობლემების ასახსნელად უნდოდა, ისინი ორი ძირითადი ფაქტის გარშემო იყრიდნენ თავს, მამის მაგალითზე კირკეგორი ხედაცდა, რომ ღმერთის რწმენა და მისი სიყვარული ადამიანს არ აძლევს სულიერ სიმშვიდეს; 27 წლის კირკეგორმა უარი თქვა თავის დანიშნულ რეჟინა ოლსენზე,ერთადერთ ქალზე, რომელიც მას უყვარდა კირკეგორის თქმით ყოველი ნაშრომი ამ ფაქტების ახსნას ცდილობს, ჰეგელის ფილოსოფია აქ მას ვერაფერს ვერ უშველიდა, ჰეგელის ფილოსოფიის მაშტაბები კონკრეტული ინდივიდისა და მისი განცდების დანახვის საშუალებას არ იძლეოდნენ, სინამდვილე კი მხოლოდ ასეთი ინდივიდებისგან შედგება, აქედან კირკეგორი ასკვნის რომ ჰეგელის ფილოსოფია არ არის ცხოვრებისა და სინამდვილის ფილოსოფია, ე.ი. უარსაყოფია, კირკეგორი შეეცდება კონკრეტული პიროვნების უკიდურესად პიროვნული და ერთხელადი განცდების ანალიზით წვდეს ადამინური არსებობის საზრისს, გაარკვიოს სამყაროში ადამიანის ადგილი და დანიშნულება, ამგვარ ანალიზს იგი ექსისტენციალურს უწოდებს. გაგრძელება...
*სიორენ კირკეგორი:"ან-ან"*
სპეციალურად საიტი: www.Qwelly.com _ისათვის
ჩემი ბლოგი
*ეგზისტენციალიზმი და ნიჰილიზმი*











