არ მესმის რატომ ამბობენ, რომ ცხოვრება მშვენიერია, სულაც არ არის მშვენიერი. ცხოვრება, ეს გარკვეული განსაცდელის პერიოდია, რომელიც შიგადაშიგ ლამაზი წუთებით არის სავსე და ეს ლამაზი წუთები იმდენად მოკლეა, იმდენად ილუზიურია, რომ შემდეგ, როცა ტკივილს გრძნობ უფრო მწარედ განიცდი. შეიძლება, ხანდახან ის ფიქრები გაგიჩნდეს, რა აუცილებელი იყო შენი ცხოვრება ამ ქვეყანაზე? იქნებ აჯობებდა საერთოდ არ მოვლენილიყავი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამას არავინ არ გეკითხება. ამბობენ ყველა ადამიანს არჩევანის საშუალება აქვსო, მაგრამ სინამდვილეში ეს სიცრუეა. რატომ არავინ მკითხა, მინდოდა თუ არა საერთოდ ამ ჭაობში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია ჩავფლულიყავი. შეიძლება ბოროტი გგონივართ, სულაც არა, უბრალოდ დავიღალე. სინამდვილეში ცხოვრება, ერთი დიდი სპეკტაკლია, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინათ ერთმა რეჟისორმა დადგა. გრძელდება ცხოვრება, ასეა სპეკტაკლი; აშლანგებით, ტრაგიკული სცენებით; ხშირად კომედიაა, კომედია კი იმიტომ გამოიგონეს, რომ ყოველგვარი ტრაგედია იმდენად ამაზრზენი, იმდენად შემზარავი გახდა, იმდენად რთულად აღსაქმელი, რომ ჯობია უბრალოდ ამაზე იცინო, მაგრამ ამაზე ღრმად ფიქრი უბრალოდ გაგაგიჟებს.
















