Мне придется убить тебя
Ведь только так я буду знать точно
Что между нами ничего и никогда
Уже не будет, возможно.

Love Begins
Three Goblin Art
almost home

pixel skylines

ellievsbear
2025 on Tumblr: Trends That Defined the Year
Mike Driver

❣ Chile in a Photography ❣
Cosimo Galluzzi
Show & Tell
Noah Kahan
No title available
ojovivo

Product Placement
Monterey Bay Aquarium
YOU ARE THE REASON
official daine visual archive
Game of Thrones Daily
DEAR READER
Jules of Nature
seen from Türkiye
seen from Argentina

seen from United States
seen from Türkiye

seen from Singapore

seen from Canada
seen from Argentina

seen from Netherlands

seen from India
seen from United States

seen from Türkiye

seen from Germany
seen from United States
seen from United States
seen from Tunisia

seen from Ireland
seen from United States

seen from T1

seen from Indonesia

seen from Türkiye
@asdfgposts-blog1
Мне придется убить тебя
Ведь только так я буду знать точно
Что между нами ничего и никогда
Уже не будет, возможно.
Pink or blue? It doesn’t matter — you do you. (via Hollie McNish)
“მე მაგრად ჩავეჭიდები მას,აღარ გავუშვებ ხელიდან და ოდესმე მთლიანად დავისაკუთრებ.დღეს კი მხოლოდ თითს შევახებ.დღეს მხოლოდ დასაწყისია.”
Yoshino, Nara, Japan. by (Elizabeth Tutsch)
Is there anybody I can wait for?
რა უნდა ქნა როცა ყველაფრისგან გარიყულად გრძნობ თავს? უსმენ მეგობრებს, ყველაზე ახლობელ ადამიანებს, ერთდროს რომ გეგონა არ არსებობდა თემა რაშიც ერთმანეთს ვერ გაუგებდით და ახლა ფიქრობ რა გაქვს მათთან საერთო? ღმერთო, როგორ გტკივა შენივე აზრები, რომ ზედმეტი ხარ, რომ შენს გარეშეც კარგად გრძნობენ თავს, რომ შენი მოვალეობა მათი დაახლოება იყო და აღარ ხარ მათ წინაშე ვალდებული, რომ მათ ცხოვრებაში კიდევ არსებობდე. გტკივა, რომ არეული ხარ. ამაზრზენი ფიქრები გიპყრობს და არ იცი ვის ელაპარაკო. არ იცი მოიძებნება თუ არა შენთან ახლოს ისეთი ადამიანი რომელიც შენსავით ფიქრობს. ფიქრობ, რომ ბევრი დააშავე, მაგრამ მათ უფრო მეტი დააშავეს შენთან. დ’ა ეს ფიქრებივე გღუპავს.
ვხვდები რომ ხალხი არ მიყვარს, სათითაოდ ყველა მიყვარს, ერთად აღარავინ. ხალხმრავლობაში თავს ვგრძნობ როგორც პაწაწინა ნაწილი, რომელიც მალე გაქრება. მათთან თავს ისე ვგრძნობ როგორც სიტყვა „მაშასადამე“ (ანუ ისევ ზედმეტად). მგონია რომ ხალხი ჟანგბადთან ერთად ჩემს სულსაც ისუნთქვს, თითქოს ჩემი სული მართლაც ატომებისგან შედგებოდეს, რომელიც ჰაერში იფანტება , მერე მას უკვე ყველასთვის უსარგებლოდ ამოისუნთქავენ. ამიტომ ვეძებ ადამიანს ვისთან მარტო ყოფნითაც თავს კარგად ვიგრძნობ, და არა იმიტომ რომ რომანტიკოსი ვარ ან რამე მსგავსი .
არიან ადამიანები...
-კარგი ადამიანები.
ხელს მოგკიდენებ ლოყებჩამობრეცილს,
სახიდან მოგღლეტენ უმეტყველო მზერას
და გაგრძნობინებენ რომ -
შენთვისაც არსებობს დღეები...
-კარგი დღეები.
იქნებ სჯობდა, ჩვენც გადავშენებულიყავით
დიდი გამყინვარებისას დინოზავრებთან ერთად
და სიცივეს ჩვენს გულებში და გონებაში არ შეეღწია.
იქნებ სჯობდა ჩვენი ნაფეხურები
აღმოეჩინათ უცხოპლანეტელებს
და ჩვენი ნარჩენები მუზეუმებში გამოეფინათ
წარწერით: „სიცოცხლისთვის სახიფათოა.“
რა ხანია ეს სიცივე გადმოგვდის გარეთ
და ვეღარ ვამჩნევთ.
ვინაიდან დიაბეტით ავადმყოფი მედია,
რომელიც ერთმანეთს გვაჩვენებს
თანდათან კარგავს მხედველობას
და გემოს უგებს ხელისგულზე შაქრის ნამტვრევებს.
ომი მხოლოდ იმ ადგილს ჰქვია
სადაც სისხლია
სადაც ერაყელი გოგო მძიმე ჩანთით შედის ვაგონში
და ვაგონი იწყებს კაშკაშს,
ეს ადგილი იქნება ომი.
ეს ადგილი მოხვდება ეკრანზე
და დანაწევრებულ და გასხივოსნებულ ერაყელ გოგოს
ეკრანზე მთლიანს აჩვენებენ, უცნაური გამომეტყველებით..
ინგლისელი პენსიონერები თავებს გადააქნევენ
იტყვიან რომ საჭიროა ბრძოლა
და სახლში დარჩებიან.
და ამერიკელი სენატორები იტყვიან, რომ საჭიროა ბრძოლა
და სენატში დარჩებიან.
და ფრანგი სტუდენტები, იტყვიან, რომ საჭიროა ბრძოლა
და უნივერსიტეტში დარჩებიან.
და ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც თვითმფრინავებში დარჩებიან
გადაუფრენენ ერაყს,
და ეს ადგილი იქნება ომი.
ომი, რომელშიც არავინ წავა.
რომელსაც მედია მოგვიყვება როგორც ზღაპარს
ბოროტისა და კეთილის შესახებ, და მოგვანდომებს შურისძიებას.
და ჟურნალისტი, ერაყელ გოგოს
დაარქმევს ტერორისტს, და გამოზრდის მრავალ სიუჟეტს
როდესაც გოგო შტატებში ჩავა–
მშვიდობის უკან წამოსაღებად.
და ის იქნება ერთადერთი
ვინც წავა ომში.
და მსოფლიოს გაახსენდება მშვიდობა
და მსოფლიოს მოენატრება მშვიდობა
რომლის საბაზრო ღირებულებაც დაცემულია.
და ომი გაგრძელდება
რომელიც მოიტანს დიდ მოგებას
და ამ ფულიდან
ამერიკელი სენატორები სომალელ ბავშვებს უყიდიან თითო ბიგმაკს
და სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებენ,
და მედია გააშუქებს მშვიდობას
ბიგმაკს მიჩერებული მშიერი ბავშვების თვალებში.
და ინგლისელი პენსიონერები იქნებიან ბედნიერები
და ფრანგი სტუდებტები იქნებიან ბედნიერები
და მსოფლიო იქნება ბედნიერი.
და ერაყელი გოგო ომიდან არასოდეს დაბრუნდება.
და იქნებ სჯობდა, ჩვენც გადავშენებულიყავით
დიდი გამყინვარებისას დინოზავრებთან ერთად
და სიცივეს ჩვენს გულებში არ შეეღწია.
იქნებ სჯობდა ჩვენი ნაფეხურები
დიდხანს ეძებნათ უცხოპლანეტელებს
ეძებნათ და ვერ აღმოეჩინათ.
დათო ყანჩაშვილი
ხომ შეიძლება,
ამ ღამეს
ვიღაცა მხოლოდ იმიტომ ათევდეს,
რომ
მზის ამოსვლა იხილოს,
მიუხედავად იმისა,
რომ
ცა მოღრუბლულია.
ორსაწოლიან ლოგინზე მარტო ვწევარ,
მინდა პირიქით იყოს,
თუმცა არავინ მყავს,
ვინც ხელისგულზე პურივით დამიფშვნიდა,
პატარა ბეღურების საკენკად
და
მერე მკერდზე დამადებდა თავს.
ჩემოდანში აბურდულ ტანსაცმელს
რომ
ჩატენი
და
არ იკვრება,
აი ისეა, ყველა ჩემი ოცნება გულში.
როგორ მინდა ახლა მხედავდე,
ახლა,
როცა ყველაზე ნაკლებად ვჩანვარ.
ნუ მოხვალ ჩემ საშველად,
ნუ მოხვალ ჩემ წასაყვანად,
შენი თავის დასავიწყებლად მოდი.
მე არ ვარ მიზნებისთვის მოვლენილი,
ჩემს სულში მხოლოდ იდეები იბადებიან.
ეს სიბნელე არ ღირს შენი თვალების გახელად.