ნაცნობი შფოთვის ტალღები ბრუნდებიან უკან. ან წელიწადის ამ დროს მოაქვს რაღაც მძიმე ჩემთვის, ან უბრალოდ ისე ემთხვევა ყოველ წელს, გადაღლილობისგან ვეღარ ვიძინებ ყველაზე გრძელ ღამეებშიც კი.
მეხსიერებაში დიდი ბნელი ლაქები ჩნდება. მხოლოდ განცდის დონეზე ვხვდები, რომ რაღაცეები მრჩება, მავიწყდება, ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა მისხლტება ხელიდან.
ძილბურანს გავს. ბოლომდე მკაფიო აღარაფერია. ავტომატიზირებულია ჩემი მოქმედებები, ფიქრ და ძალდაუტანებელი.
მგონი წრის ბრუნის დასასრული მიჭირს (ალბათ, როგორც ყველა სხვა).
ძველი ანოს ენერგია მჭირდება და უკვე უიმედოდ, მაგრამ მაინც ველი, როდის აღმოვაჩენ მას ჩემში ისევ.
სულ რამდენიმე დღე დარჩა. გამოფხიზლება მინდა ამ ბლანტი სიზმრიდან.
პ.ს
წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ.













