"I'm Dorothy Gale from Kansas"
NASA
One Nice Bug Per Day
RMH
KIROKAZE
$LAYYYTER
Keni

❣ Chile in a Photography ❣
Cosmic Funnies

No title available
Mike Driver

Andulka
Today's Document
No title available

izzy's playlists!
TVSTRANGERTHINGS
todays bird
No title available
let's talk about Bridgerton tea, my ask is open
Xuebing Du

seen from Malaysia
seen from United States
seen from Iraq

seen from Italy
seen from Denmark
seen from Germany
seen from China

seen from United States

seen from Malaysia

seen from Malaysia
seen from Malaysia
seen from United States

seen from Germany
seen from Bangladesh

seen from United States
seen from Brazil

seen from United Kingdom

seen from United States
seen from Italy

seen from Australia
@thebluestranger-13
ვარსკვლავებს რომ უყურებ იქნებ იქიდანაც იყურებიან
იქნებ. მე ეგრე მჯერა.
მიყვარხარ
ალბათ მეც
~ღვინობისთვის მიწურული~
ოქტომბერი ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მაგრამ წლევანდელი თვე ბევრ სხვა წელს ერთად აღებულს უდრიდა. ამ 31 დღეში ყველაზე ყვითელი, წითელი და ნარინჯისფერი ამბები დატრიალდა, რაც სამუდამოდ დაემჩნა ჩემს სხეულს და გონებას, პირდაპირი და ირიბი გაგებითაც.
ოქტომბრის თვის უკანასკნელი დღეა და უბრალოდ ვცდილობ ხელახლა გავაანალიზო, რამდენი დრო, ემოცია და ადამიანი ჩაიტია ამ თვემ. ყველაზე ხანგრძლივი და სასიამოვნოდ გაწელილი დრო იყო 20 წლის განმავლობაში. შეიძლება არ მინდა, რომ დამთავრდეს, მაგრამ რომც შემეძლოს ალბათ არ შევეწინააღმდეგებოდი. თითქოს ის თავის დანიშნულ დროზე მოვიდა, იმაზე მეტი მომცა, ვიდრე ველოდი და ახლა სრულიად გააზრებულად უკანასკნელი თბილი ნიავით და ყვითელი ფოთლებით მემშვიდობება. თითქოს ამ ყველაფერს სადღაც დასასრული სჭირდება ერთ მთლიანობად რომ შეიკრას და სამუდამოდ მიეკეროს მეხსიერებას. სიო, რომელიც დღეს სახეზე გვეფერებოდა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იყო შემდეგ წლამდე, მზე კი ბოლო საჩუქარი მისგან. 🍁🍂
1st of Oct
ეს თვე ჩემდამი ყოველთის კეთილი იყო. ყოველთვის მაგიური და ბრჭყვიალა. ნუთუ წელს რამე შეიცვალა? ჯერ არ ვარ მზად დანებებისთვის. ვერ გავუშვებ იდეას, რომ აწი ღვინობისთვე ჩემი თვე აღარ იქნება. თუკი ეს იმას ნიშნავს, რომ გავიზარდე და ჯადოსნური მტვერის ბოლო ნაწილაკებს ვკარგავ, უარს ვამბობ ბავშვობის დატოვებაზე.
ამავე მიჯნაზე სხვა ჭიდილებიც ხავსივით ეკვრის ერთმანეთს ჩემს გარშემო. რომელია სწორი გზა: ხელის გაშვება, თუ არ დანებება? შენი იდეების ერთგულება, თუ ცვლილება? არასდროს ვიცი, როდის შევდგე მყარად და როდის განვაგრძო სვლა. საკუთარ კომპასში მეპარება ეჭვი და ამ უნდობლობამ ბევრი რამ გააფერმკთალა. ალბათ ამ სიმყარის ძიებაში მჭირდებოდა სხვა - როგორც საყრდენი, ძლიერი და უცვლელი. ალბათ, მეგონა, ჩემი კომპასის გასწორებაში ის დამეხმარებოდა. ან სულაც თავად მომართავდა ჩემთვის.
*
დრო ასე ნელა არასდროს გასულა ალბათ. სიკვდილმისჯილივით ველოდები 7:35 საათს. ჩემს ელექტროსკამს ბორბლები აქვს და 300 კილომეტრ საათი სიჩქარით მიქრის რელსებზე, მაგრამ სულ ვერ მიკეთებს ეგ ხასიათს.
* გუშინღამინდელი ემოციები მწარე გემოს მიტოვებს პირში. ყავის მარცვლებივით დავფქვით და დავტკეპნეთ ორივემ; არადა არ ვსვამ ამ საშინელ სასმელს.
*
ნეტა ეს ნაპრალია, რომლიდანაც სინათლის სხივებს უნდა ველოდო, თუ ახლახანს ოქტომბერი მძიმე სეტყვასავით დამცვივდა თვალებიდან?
"There is a phrase in an Italian TV series that says: "the earthquake is God's will, it's good for the earth". It's true, sometimes you have to destroy to create, you have to cut the dry branches to see the flowers bloom and this is exactly what has happened."
დიახ, არ შეიძლება აღგზნებული ზღვის დამშვიდება, როდესაც სასტიკი ქარტეხილი ზედ დანავარდობს და ქაფად ქცეულ ზვირთებს ზედი-ზედ აგორებს - ადამიანი მას ვერ დაამშვიდებს, რადგან ის სტიქიონია მძელთა-მძლეველი, კაცი ვერ შეაჩერებს ბუნების გმინვა-ბობოქრობას; 🌊
“გავჩუმდე თითქოს ხელთა მქონდეს მე ჩემი გული, განა თქვენ ძალგიძთ დაამშვიდოთ ზღვა აღგზნებული!?”
ჩემს ანოს, სიყვარულით
დაე შეერწყმებოდე წყლის სტიქიონს შორეული ზღვის მსგავსო მრავალსახოვანო გოგონავ🤍
Maybe it will be different this time?
Life unfolding quite interestingly here⭐️🤍🌾
მაშინ, როცა მზე ჩემს თმებს ოქროსფერ სიმებს ჰკიდებს, როცა ჰაერი ნაკლებს იწონის წინა დღეებთან შედარებით, როცა ყველა სურვილი ჯადოსნური სიმსუბუქით მანიფესტირდება და როცა გონება დროის არარსებობას მთელი პოტენციალით აღიქვამს ხოლმე, ახლანდელობაში ისე ვიჟღინთები, როგორც წმინდა წყალი ნათლობის კაბაში.
აწმყოს ნაკადები თითქოს ისევე გვწმენდს, როგორც ქრისტიანებს მდინარე ნათლობისას. უბრალოდ ამჯერად წყლის მაგივრად დროის დინებები აკეთებს საქმეს. და უცნაურად, თუ პირიქით, სავსებით ბუნებრივად, ხმელეთის ნაკადებს იქითკენ მივყავართ, სადაც მეტი სიცოცხლეა, მეტი შესაძლო მომავალი; სადაც გააზრებულად, თუ გაუცნობიერებლად გველიან და სადაც ჩვენი მისვლა დღესასწაულს ჰგავს.
ლოგიკურია არა? ჩვენი ენერგია და სიცოცხლე იმ შენაკადებთან შეერთებას ელტვოდეს რომლებთანაც გადარჩენის, თავისუფლების მეტი შანსი აქვს. იქნებ, ერთ დღეს ეკოსისტემაც კი შევქმნათ ერთად.
ბევრი წელი, სანამ პუბერტატული უაზრო პროტესტი მქონდა გამოცხადებული დინების მიმართულებით ცურვისადმი, მეგონა ცხოვრება დამოუკიდებლად, თავისით ხდებოდა ჩემს თავს. რაღაცნაირ, არაკომფორტულ და არამეგობრულ ჭიდილში ვიყავი მასთან და სულელურად, სამყაროში ყველაზე თავისუფალი ენერგიის დამორჩილებას ვცდილობდი. ერთ დღეს, არსებობის რომელიღაც უცნაურ წელს, ძალიან მარტივად აღმოვაჩინე, რომ სიცოცხლე თურმე ჩემგან მოდიოდა და რაც უფრო მეტად ვიქნებოდი ჰარმონიაში საკუთარ თავთან, მით უფრო ადვილად წარვამრთავდი ცხოვრებას ისე, როგორც მე მომესურვებოდა. და რაც მთავარია, მით მეტად სასიამოვნო იქნებოდა მთელი ეს მოგზაურობა.
მოგზაურობა ახლანდელობაში, რომელიც დაცლილია ჩვენივე მოგონილი სტრესისგან და მხოლოდ მსუბუქ, უსაფრთხო და საამო ადგილსამყოფელს გვთავაზობს შემდეგ დანიშნულების წერტილამდე.
ჩემს აწმყოში დაუგეგმავად საოცარ არსებებს გადავეყარე დღეს.
რა მაქვს მეტი სათქმელი? ფაქტია, მუდამ მასთან მივდივართ, ვინც გველოდება.
და შენ ვის ელოდები?
ფოტო 2016შია გადაღებული, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს ეს საღამო.
ძრავიან ორბორბალზე ვიჯექი და ქარი თავხედურად მეთამაშებოდა ხასიათზე. იმდენად სწრაფად მივდიოდით, ვგრძნობდი მოგონებები აფრიალებული თმის ბოლოებზე როგორ მეჭიდებოდნენ. მათი ნაწილი გზას დავუტოვე სამახსოვროდ.
თავისუფლებას გასწრობანას ვეთამაშებოდით და მაშინ ჩვენ მოვიგეთ.
ძალიან ბევრი ვიფიქრე იმ დღეს შენზე, ჩემზე, ერთად აღებულზეც და ცალ-ცალკეც. ვფიქრობდი ამეხსნა გონების უცნაური მდგომარეობა და პასუხი რომელიმე ნეირონთა კვეთაზე მეპოვნა. მე შენ გაგიშვი. ღრმად ჩავისუნთქე, კარი გაგიღე და მიგითითე გზაზე, რომლის არჩევაც შეგეძლო. ეს არსდროს მიქნია, არავისთან. მუდმივი შიში შენი დაკარგვის უცებ სადღაც გაქრა, ადგა და შენს მაგივრად ის წავიდა. ვიცი, რომ ფიზიკურადაც რომ შევწყვიტოთ ერთობა, ვეღარასდროს ამომშლი შენი სულიდან. მე უბრალოდ ჩემი კუთხე მაქვს, რომელსაც ვერავინ წამართმევს ვინც არ უნდა მოვიდეს, ვინც არ უნდა წავიდეს. ამან შვება მომგვარა და ამოვისუნთქე. მე შენ სქესი დაგიკარგე. ჩემი სიყვარული შენდამი აღარ განისაზღვრება შენი მასკულინური გამოვლინებით, ძლიერი სქესით, დიდი კუნთებით და მკაცრი ხმით. მე შენ შეგიყვარე როგორც ადამიანი, არა როგორც კაცი. “ჩემი კაციდან” შენ “ჩემ ადამიანად” გადაიქეცი. ამიერიდან ვიცი, რომ კაციც რომ მოგეწონოს მე შენ ისევ ასე მეყვარები. ისევ შენ გვერდით ვიქნები, როცა მოიწყენ და თუ საჭირო იქნება ქალურ საიდუმლოებებსაც გაგიზიარებ. მე შენი წესების დაფა ჩამოვხსენი. მე შენი არსებობა შემიყვარდა, რაც მაინც და მაინც ჩემს გვერდით ყოფნის აუცილებლობას აღარ გულისხმობს. აქამდე შენი საზღვრები ჩემით იზომებოდა, მხოლოდ ჩემში შეგეძლო მოგზაურობა, მხოლოდ ჩემი დათვალიერება, მხოლოდ ჩემში ხეტიალი. დღეიდან შენ შეგიძლია წახვიდე. წახვიდე იქ, სადაც მეტი ოთახია საბოდიალოდ. სადაც უფრო ფართოა ჰორიზონტი. სადაც მეტი თავისუფლებაა. მე შენ აღარ გიჭერ, აღარც გებღაუჭები, აღარ გექაჩები უკან. მე შენ გარეშე ცხოვრება შემიძლია, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ არ მინდა. მე შენ ჭეშმარიტად შეგიყვარე და ამას ვეღარაფერს უშველი. ახლა შეგიძლია შენს ვარსკვლავზე დაბრუნდე. თუ სხვა ვარდი გყავს ან გეყოლება, ახლა მის დასაცავად მოძებნო პირსაკრავი ბატკნისთვის. მე დაგიხატავ.
2018. სიყვარული, როგორც ცხოვრებისეული მოვლენა.
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ სხვადასხვა პერიოდში სიყვარული განსხვავებული რესურსებით შეგვეძლო და დროთა განმავლობაში თვისებრივად იცვლის სახეს და ფორმას. მაშინ პირველად ვიგრძენი როგორი იყო ნამდვილი და წრფელი, სამყაროსებური სიყვარული და მას მერე აღარ დეგრადირებულა.
•
გამიმართლა, რომ ამ განცდის ჩემში აღმოცენების, დატევის და მოვლის უნარი აღმომაჩნდა. სიცოცხლის შემდეგ, ეს უნარი სამყაროსგან მეორე ყველაზე დიდი საჩუქარია. მადლიერების გრძნობა ნეირონთა კვეთებს მიბრჭყვიალებს. ✨
რა ხდება შემდეგ?
ვინ უვლის ეკლესიის კუთხეში დანთებულ იმედებს, ბავშვური გულწრფელობით მინდობილ სიცოცხლეებს ან ჩურჩულით განდობილ თხოვნებს? რა ხდება მათ თავს, ვინც ეკლესიამდე ვერ მოვიდა? ვინც მამა გაბრიელის ქამარი ვერ გაიკეთა? ვინც დასასვენებლად წასული მიწის გუგუნმა ჩანთქა და რომელთა ლოცვებმაც ტალახის სქელი ფენიდან ვეღარ ამოაღწია?
რა ხდება მერე, როცა სანთელი ბოლომდე ქვრება?
•••
ჩემი წიგნაკი უკვე კითხვების უაზროდ დიდ კოლექციად იქცა.
ნეტავ, თავად თუ აქვს შემქმნელს პასუხები? თუ ისიც ჩვენსავით ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყოო ამბობს და განაგრძობს ძილს?