დიდი ხანია ამ კითხვას კითხვის ნიშანი ჩამოშორდა და დებულებად იქცა ჩემს თავში. შენც დიდი ხანია მეგობრის წოდება ჩამოგაშორე და რაღაც განცალკევებული ოთახი გამოგიყავი ჩემში, სადაც მაშინ შევდივარ, როცა სამყაროსგან ცოტახნით დასვენება და სხვა მატერიაში გადასვლა მინდა ხოლმე.
ამ ოთახში კედლის კალენდარზე სულ 3 თვეა, აგვისტო, ოქტომბერი და დეკემბერი. მათზე ყველა განსაკუთრებული თარიღია აღნიშნული და 10 დეკემბერი დიდზეა გამოკვეთილი. შენ რომ ბევრი წლის წინ ჩამოხვედი ჩვენ პლანეტაზე სამოგზაუროდ, მაშინ ჯერ კიდე არ ვიცოდი, რომ ეს დღე ამხელა მნიშვნელობას შეიძენდა და ესე მეყვარებოდა.
გულით მჯერა, რომ შენ ჩვენთვის მოხვდი აქ და ზუსტად მიხვდი შენ მისიას(რაზეც უკვე ვისაუბრეთ). სადღაც, უბრალოდ რომ ხარ, ეგეც კი შენი მშობლებისადმი და სამყაროსადმი საოცარი მადლიერებით მავსებს. ყოველ წელს იგივეს ვამბობ, რასგან ყოველ წელს იგივეს ვგრძნობ - მიხარია რომ გიპოვე(თუ მიპოვე, ეს კიდევ სადაო საკითხია) და საშუალება მქონდა სულ ცოტახანი მაინც დამენახე, შეგხებოდი, შემეგრძენი და მერე ვარსვკავებისგან მომესმინა შენზე ამბები.
უბრალოდ იცოდე, რომ შენი დღეობა, რომელსაც დიდად არც აღნიშნავ ხოლმე, ჩემთვის დღესასწაულია და ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ შენდამი.
ყველა სურვილის ასრულებას და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებ ვარსკვლავბიჭუნავ. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს შევძელბ ეს ჩვენ პლანეტაზე გითხრა. 🌹🌟


















