არ ვიცი,ხან იმდენად მინდა გიცნობდე,რომ ეს სურვილი ყველა სურვილზე ძლიერია ხოლმე.ვიცი ოდესმე მოხვალ,შემოხვალ ჩემს ასეთ უჩვეულო,უინტერესო და ერთფეროვან ცხოვრებაში და აზრზს შემატებ.მე კი ასე ვარ და გელოდები,მოლოდინი კი იმდენამ მძაფრია შეიძლება გამაგიჟოს სიმარტოვის შეგრძნებამ,შეიძლება ჭკუიდან გადამიყვანოს და დამასევდიანოს.არ გიცნობ,მაგრამ მაინც მაკლიხარ.არ გიცნობ და მენატრება შენი ხმა და შენი სურნელი.წარმოვიდგენ ხოლმე,როგორ ვწევართ გვერდიგვერდ და შენს ამოსვირინგებულ ხელს როგორ ვეფერები,როგორ გაყოლებ მათ ისტორიებს და როგორ გამალებით გისმენ.მერე შენც ღიმილით გადმომხედავ და შემახსენებ რომ ერთმანეთზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია და მჭიდროდ ჩამიკრავ გულში.საინტერესოა ეს ყოველივე,შენზე ოცნებაც კი საინტერესოა.შენზე ოცნებაც კი იმდენად რეალურია რომ ასე ოცნებებში მიყვარდები,იქ ერთად ვართ.მერე ვცდილობ,რომ გამოვიღვიძო და მიწაზე დავეშვა,თვალებს ვახელ და მენატრება შენი ამოსვირინგებული ხელი და შავი თვალები,შენი სურნელი და თბილი ხმა.გელოდები.გელოდები როდის გადმოხვალ სიზმრებიდან და ოცნებებიდან რეალურ ცხოვრებაში და როდის გაანათებ ლამპრით ჩაბნელებ გულს,სადაც ძველი,ცარელი კედლების გარდა არაფერია.მენატრები და სამუდამო დალოდებით გელოდები.
პ.ს არამგონია ამ ყევლაფერს ოცნება ერქვას,ეს უფრო სხვაა.ეს მომავალია,ჩვენი მომავალი.იქ,სადღაც,სხვა სამყაროში.