თუ გინდა, რომ არასდროს დასცვივდეს შენი გონების ხეს ფოთლები, მაშ მოგონებები თან უნდა ატარო. ხოდა მე ოქტომბრის ყველა შეხვედრას თან დავატარებ. მათგან რამდენიმე აქ ასახული არაა, მაგრამ სიტყვაზე მენდე, ისინიც ისეთივე ლამაზები არიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი დღე. ვიცი, შენ მხოლოდ ბუნდოვნად გეხმახსოვრება ის მომენტები, როცა მე სამყაროს ნაწილაკებით ვინიშნავდი ჩვენს ერთობას ბლოკნოტში, და ალბათ ზუსტად ამიტომ მინდა, რომ ისინი შენთან იყვნენ, რომ ხანდახან მათ მოგიყვნენ ძილისწინ ზღაპრები, მათ შეგახსენონ თავიანთი და ჩემი თავიც, ხანდახან შენიც, მათ გადაგიყვანონ დროში უკან და მოგანიჭონ იგივე ემოციები, რასაც მაშინ განიცდიდი.
ყვავილები და ფოთლები, რომლებიც იმ დროს შევაგროვე, სამუდამოდ ისეთებად დარჩებიან ჩემში, როგორებიც იყვნენ და არასდროს გაუხუნდებათ ის ფერი, რომლითაც მოგონებებს მიფერადებენ. როცა ისინი შენთან აღმოჩნდებიან, მე მინდა, რომ მორწყა.. და ჩემი გონება იყვავილებს.








