მიდიან,
წავლენ,
ამას არ აქვს დასარული ,
ჯაჭვია ასეთი, წყვეტა არ გააჩნია ,
მიდიან ,
წავლენ ,
მაგრამ ჩვენ რა გვეშველება ამ მიწაზე უპატრონოდ რომ უნდა გავაგრძელოთ სიარული?!
ან მათ რა ეშველებათ ერთ წამს რომ იყვნენ მაგრამ ამ წამს აღარ სუნთქავენ?
ojovivo
occasionally subtle

#extradirty

JBB: An Artblog!
let's talk about Bridgerton tea, my ask is open

pixel skylines
sheepfilms
trying on a metaphor
wallacepolsom
Claire Keane

Andulka
DEAR READER

@theartofmadeline
d e v o n
RMH
KIROKAZE

Kaledo Art

tannertan36

roma★
Xuebing Du
seen from United States
seen from United States
seen from United States

seen from United States

seen from United States
seen from Canada
seen from United States

seen from United States
seen from United States
seen from United States
seen from United States

seen from United States

seen from United States

seen from Thailand
seen from United States
seen from United States

seen from Malaysia
seen from United States

seen from United States
seen from United States
@idealdelirious
მიდიან,
წავლენ,
ამას არ აქვს დასარული ,
ჯაჭვია ასეთი, წყვეტა არ გააჩნია ,
მიდიან ,
წავლენ ,
მაგრამ ჩვენ რა გვეშველება ამ მიწაზე უპატრონოდ რომ უნდა გავაგრძელოთ სიარული?!
ან მათ რა ეშველებათ ერთ წამს რომ იყვნენ მაგრამ ამ წამს აღარ სუნთქავენ?
უსაშველოდ მტკივა, ცრემლებიც უკონტროლოდ ჩამომდის, არ მინდა ჩემს ვინმე მეგობარს ვეწუწუნო ისედაც საკმაოდ ინერვიულეს, არც დედას შეწუხება მინდა , რაც საავადმყოფოდან დავბრუნდით მის მერეა ჩემი პირიდან მხოლოდ საწუწუნო სიტყვები გაისმის. ახლა დაძინებას ცდილობს, გვერდით მიწევს, სხვა შემთხვევაში მომეკრობოდა და აღარ გამიშვებდა , ახლა კიდევ მტკივა და არ მეკარება, არც მინდა მეტი ვანერვიულო, ცუდად რომ გავხდი თითქოს წყობიდან გამოვიდა, ადამიანური სახე დაკარგა. მე უნდა დავწყანრებულიყავი თუ დედა დამეწყნარებინა ვერ მივხვდი. ეგეთი შეშილი და ადამიანის სახის არ მქონე ბოლოს როდის ვნახე ვეღარც ვიხსენებ, ან ჩემი უსაშველოდ ცუდი მეხსიერების ბრალია ანდაც უბრალოდ ასეთი მართლა დიდიხანია არ მინახავს. ტირილი მინდა და ღრმად სუნთქვას და ტირილს რომ ვაპირებ მერე ვჩერდები. მართლა ძალიან მტკივა, ასე მგონია რაიმე უდიდესი საგანი მაქვს ფეხში გაყრილი და ბარძაყიდან მუხლს ქვევით უსაშველო ტკივილი გადააქვს, განა ვერ გავუძლებ ან მოვუთმენ მაგრამ დღეს მერამდენეჯერ გადავურჩი სიკვდილს იმას ვითვლიდი, ჩემი გათვლებით 4 სიცოცხლეა ჩემს ანგარიშზე. ემერჯენში , შოკის თერაპიაში 82 წლის მოხუცი ბაბუ შეიყვანეს, შოკური მდგომარეობა იყო , ზუსტად ვიცი მაქსიმუმ 2-3 დღე აქვს დარჩენილი, შეიძლება მე რომ წამოვედი წავიდა ბაბუც. იქაც ტირილი მინდოდა იმიტომ რომ 40 დღეც არ გასულა რაც მაგ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრი ხელებში ჩაკვდა. ვერ ვხვდები ტკივილისგან მეტირება თუ მაშინ შეკოწიწებული, ძლივს შეკავებული ცრემლები მომდის ახლა თავისით, მტკივა მაგრამ ამაზე დიდი ტკივილიც ხომ ამიტანია უცრემლოდ. იმ ბაბუს შვილი გვერდით მომიწვინეს , ჰაერის უკმარისობა დამართნია სასწრაფოს მანქანაში, ფარდა არ გადაწიეს და მეც ურცხვად ვუყურებდი და ვისმენდი ისტორიას, ემერჯენსის უფროსი კითხვებს უსმევდა ბაბუზე , ის კიდევ ცოტა უტიფრად თავის თავზე ესაუბრებოდა, თუმცა ალბათ ნერვიულობისგან. გადავხედე , ჩვენი თვალები ერთმანეთს რომ გადაეკვეთა თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, მე ჩემებრ კი მინდოდა მეთქვა მესმის რასაც გრძნობთქო და ალბათ ნუგეში თვალებშიც ამოიკითხებოდა თუმცა მომერიდა ხმის ამოღება და მალევე გამოვატრიალე სახე. არ მინდოდა განერვიულებულ ადამიანს , ემოცები უფრო გამძაფრებოდა, მალევე გაუშვეს, სტრესის ფონზე გამოწვეული უჰაერობა იყო, არაფერი ემუქრებოდა, თუმცა მალე დაემუქრება, მამას დაკარგავს და მაგ ტკივილის ვერაფერი გაუყუჩებს , სამწუხაროდ ვერც ჟანგბადის ბალონი მოუტანს შვებას. სხეული დაეწვევა და დამწვრობის ტკივილი ვერსად ვერ წავა , უბრალოდ ამით ცხოვრების გაგრძელებას ისწავლის. მე ვიცი , მე ბევრი დავკარგე, თითქმის ყველა ძვირფასი ადამიანი უკვე დავასაფლავე. მარცხენა მხარეს სუიციფის მცდელობით იყო პაციენტი, მორიგე ექიმმა ჩემგან ერთი საწოლის გამოტოვებით დააწვინა, მომარიდა, მომიფრხილდა. თავს ხან პერსონალის გაცემული კომპლიმენტებით ვირთობდი და ხან იმ პაციენტის ისტორიით სუიციდი რომ სცადა , არა და თითქმის დარწმუნებული ვარ არანაირი სუიციდის მცდელობა არ ყოფილა უბრალოდ მოგონილი ამბავი იყო რადგან ჩემზე ბევრად უკეთესად იყო და რა ისტორიაც ქონდა მასთან აბსოლიტურად შეუსაბამო იყო. ერთ მომენტში უსაყვარლეს , ალბათ 40 წლის ქალბატონ ექთანს ვთხოვე , დედა ძალიან ნერვიულობს იქნებ უთხრათ რომ კარგად ვართქო , უტკბილესი ღიმილით დამამვშვიდა გადასცემენ შენს ამბავს არ იდარდოო. არავინ შემოუშვებდა ცხადია , რეანიმაციას შოკის განყოფილებას 1 სიფრიდანა კედელი ჰყოფდა , იმ ბიჭს სუიციდი რომ სცადა კი შემოყვანეს დედა მაგრამ მე არავინ შემომიყვანდა არც 5 წუთით, მერე ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა შემოანათა უცებ , ისტერიული სიცილი ამიტყდა უკვე ვიცოდი რაღაც საოცარი ტყუილების დასტით გააბრუებდა ემერჯენსის განყოფილების უფროსს, მოვიდა და ზუსტად ეგ მითხრა , მოვატყუე რომ მოთხოვნით უნდა შევიდე , დავრეკე და დამიდასტურესო. წამოვედი, სახლში ვარ , მტკივა , ცოტა საუბარი მინდა და ცრემლებს რომ შევიშრობ და წერას მოვრჩები რაიმე ფილმს ჩავრთავ იქნებ ტკივილიც გაფანტოს და ბაბუზე ფიქრებიც ცოტახნით სადმე წავიდეს.
მზის გულზე მოსიარულე გაყინულ სხეულებზე საუბარი დაგვიანბულია თუ კიდევ აქვს აზრი?!
ნიავი არ იძვრის არსაიდან, წყალიც კი დამშრალია ყველგან, ალაგალაგ გამხმარი ხეებიღაა შემორჩენილი ,
უდაბნოდ ქცეულა ერთ დროს საყვარელი და სიცოცხლით სავსე ქალაქი.
უმოძრაობა და ქაოსიც გამქრალა იცოდით?
თუ კი გაივლით ნაცნობ ადგილებთან და ვეღარ იცნობთ რა გასაკვირია , ჩამქრალა, მომკვდარა, გამქრალა საყვარელი ქალაქი.
როგორი ირონიულია ჩაივლით ნაცნობ ქუჩაზე იმის იმედით რომ რაიმე ნაცნობს წააწყდებით თუმცა საბოლოოდ კოლბაში გამოკეტილი მწერები ხდებით.
აი აქ მარჯვნივ, ვინტაჟური სახლი რომ იდგა , მოჩუქურთმებული აივნით სადაც მოხუცი ქალბატონი დანაოჭებული ხელებით თამბაქოს და ყავას შეექცეოდა ხოლმე ცარიელია. აგურების ნამტვრებიღა ყრია აქა იქ,
ახლოს კუთხეში ბაზარი გაუხსნიათ. შეგიძლიათ შეიაროთ, საკმაოდ მიმზიდველი სარეკლამო აბრა აქვს , “ადამიანური გრძნობები იაფად”, მიმზიდველია არა?! ღირს შევლა და ცოტ ცოტას ყველაფერს იყიდდა ადამიანი, საღამოს თამბაქოს და ჯინს გარნინი ნამდვილად ჭირდება.
რა გადაწყდა? ღირს საუბარი თუ აზრი აღარ აქვს?!
საბოლოოდ მივხვდი რომ კი არ მეამაყება მეზიზღება ჩემი პიროვნების ის ნაწილი , რომელსაც დახმარების თხოვნა არ შეუძლია.
არ შეუძლია სერიოზული პრობლემების დროს ხმამაღლა საუბარი,
არ შეუძლია თუმცა ცხოვრების უდიდესს ნაწილს ზუსტად იმაში ხარჯავს , რომ სხვას დაანახოს ცხოვრების გაგრძელების გზა.
არ შეუძლია თუმცა მის გარშემო თუ კი ვინმეს უჭირს მაშინვე საუკეთესო მოტივატორი და მენტალ ქოუჩი ხდება.
აწი თუ მკითხავენ ვიცი , აწი პასუხი მაქვს.
აგერ უკვე რამდენიხანია , ბავშვობის მერეც კი ვერ მოვიშორე ხმის ამოღების კომპლექსი როცა მართლა ჭირდება ჩემს სიმწრით ნაწებებ სულს.
აგერ უკვე რამდენიხანია ჯიუტად ვამტკიცებ , რომ ასე უფრო ადვილია , მაცადონ და გადავიტან.
ვერაფერსაც გადაიტან , მხოლოდ დალექავ , დალექავ იქამდე სანამ დიდ აყროლებულ მასად არ იქცევა და სულსაც არ ჩაგილპობს.
თურმე საზიზღრობაა , თურმე რა გულის ამრევია დახმარების ხელზე წიხლის კვრა და იმის მტკიცება რომ არ გჭირდება და გადაიტან.
ისევ რომ გაირიყები , ისევ რომ შენსს გარსს შექმნი, მეგობრებს ზურგს აქცევ როცა შენს დახმარებას ეცდებიან და კიდევ აქეთ გაბრაზდები რატომ არ გაცდიან მშვიდად ყოფნას მაგ საღამოს აუცილებლად პანიკური შეტევით დაამთავრებ.
შეიძლება არც კი ესმოდეთ რასთან გიწევს გამკლავება და შენს თავს რა ხდება თუმცა როცა უნდათ შენთან ყოფნა, თუნდაც ჩუმად , თუნდაც ხმაურიანად და შენ ჯიუტად სახლის ზღურბლს ეფარები საამაყო კი არა საცოდავი ხარ.
ახლა კი არ გახდი ასეთი ,
ახლა კი არ გაჩნდა შენს ცხოვრებაში ეს ყოველივე ,
შენ სულ ასეთი იყავი , სულ ხელს კრავდი მათ ვისაც უყვარდი და ადარდები
შესაბამისად მიიღე ის რაც ამდენი წელი თესე.
რა ავადმყოფურად ამბიციურები და ამაყები ვართ ხანდახან ანდაც ყოველთვის.
ხედავენ?
მაშინ როცა ჩვენ გვეშინია სხვები რას ხედავენ?
ხედავენ?!
ხედავენ კი იმას როგორ დაგვდის ჭიანჭველები სხეულზე,
ხედავენ კი როგორ ვექცევით შიშის დაუსრულებელ ტალღაში?!
ტალღა - დასრულებადი, წამის მესაედებში გაქრობადი თუმცა იმ წამს ჩვენთვის უსასრულო, დაუმარცხებელი
და ნეტა სხვები როგორ ხედავენ?
ნეტა შეუძლიათ დანახვა თუ როგორ იწვის კანის თითოეული უჯრედი, ამ დროს გვცივა , ვიყინებით, მსოფლიოს რომ ასეთი სიცივე არ ახსოვს ჩვენ იმ მომენტში დედისშობილა ვდგავართ მყინვარზე. თვალებთან ლოლოები გვაქვს, არა და მლაშე ცრემლები უნდა იყოს.
ამ სიცივეს ვერსად შეხვდებით, არ არსებობს კურორტი სადაც ჩარტერით გადაფრინდებით და ნახავთ , ამას გრძნობთ ან ვერ გრძნობთ.
ჩვენ , ადამიანებს ვისაც ეს მოგვდის, ძირითადად არაფრის გვეშინია. იქ, ტვინში, სადღაც მიყრუებულ ადგილას , ჰერმეტულად დაკეტილი ბრინჯისოდენა სკივრი გვაქვს, იქ არიან ჩაკეტილები. ვიცით , გვჯერა რომ არ გვეშინია. არ გვეშინია იქამდე მაინც სანამ იქიდან არ გამოვლენ.
ხედავენ ამას სხვები?!
მე რომ მმგონია ადამიანის სახეს ვკარგავ, თან ვტირი და თან მეცინება ამ დროს რას ფიქრობენ?!
რომ შევიშალე?
ფეხზე მკიდია, ისედაც შეშლილი ვარ, ყველა მხრიდან და ყველა შეგრძნებით თუმცა რას ხედავენ?
ისევ ლამაზ ხალხს თუ ადამიანის სახეს ვკარგავთ ამ დროს?!
შეგრძნების დონეზე , სისხლის თითოეული წვეთის დონეზე , ყველა ნერვის და უჯრედის დონეზე დარწმუნებული ვარ ამ დროს ისე გამოვიყურები ჩემს მსგავს ურჩხულს მეორეს ვერსად გადააწყდებიან.
და თუ ვერ ხედავენ?!
ავუხსნათ?
მოვყვეთ?
თუ სიცილით დავასრულოთ მლაშე ცრემლები, ავტობუსში შემხვედრის მოწოდებული ბენდენით მოვიწმინდოთ ცრემლები და გავიღიმოთ?
იქნებ სულაც ჯობდეს პანიკური შეტევით, გაყინული კიდურებით , ჩვენ თავს დავაბრალოთ სისუსტე , ვუსაყვედუროთ , მეგობარს მივაკითხოთ , თავები გავიკიცხოთ და მომდევნო კვირა სხეულის გალღობა ვცადოთ?
მეტყობა?! ხედავენ?!
ახლაც ისევე რომ ვარ გაყინული, როგორც იმ წამს და იმ მომენტში,
მაშინ, როცა პანიკურ შეტევას მე კი არა , ჩემი ბავშვობის ტრავმები მართავდნენ, მაშინ როცა კონტროლი სრულად დავკარგე და ირგვლივ ყველა საფრთხეს წარმოადგენდა ჩემთვის.
ხვალ, ხვალ რომ მზე ამოვა და სახეს მივუშვერ გასათბობად ალბათ მაინც ვერ გამალღობს, მაგრამ მაინც ვეცდები მზის სხივები დავიჭირო.
ნატკენი სულით , იმედგაცრუებული ჩემივე თავით , ისევ ქაოტურ ყოველდღიურობას დავუბრუნდები.
და ამ დროს როგორ ვჩანვარ? მეტყობა ერთგული შიშები კანზე წერტილებად?
გავუცხოვდებით ერთმანეთისთვის და მერე ვიწყებთ დარდს ნეტავ რამ გააჩინა ამხელა ნაპრალები, მერე ვიწყებთ დარდს ნუთუ ასე გაგვეპარა დრო. კი გვჯერა ადამიანებს რომ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს იმდენად მყარია ჩვენი ურთიერთობები რომ გაუძლებს, არ გაცვდება თუმცა ყველა ურთიერთობას სჭირდება გაფრთხილება, კვირაში ერთხელ მაინც რომ დაგვერეკა , ხანდახან მაინც რომ გვენახა ერთმანეთი კი აღარ მოვსპობდით , არამედ გავამყარებდით ერთმანეთს. კი , ყველას გვყავს გარშემო ადამიანები , რომლებზეც ვფიქრობთ წლები გავა და მაინც ისევ ისე ისხდებით , მაინც ისევ ისე გაუცინებთ ერთმანეთს , მაინც ისევ ისე გაგებით მოეკიდებით ერთმანეთს გადამხდარ თავგადასავლებს თუმცა არასდროს ვფიქრობთ რომ რაღაც შეიცვალა, ადრე შენს ძვირფასს მეგობარს როგორსაც იცნობდი ისეთი აღარ არის. ისხდებით ერთად , მრავლ ჭირ გამოვლილი მეგობრები, ბევრს იცინებთ თუმცა სიცარიელის გრძნობა არ მოგასვენებთ. ხედავ მარცხნივ მჯდომ შენს მეგობარს?! თითქოს ისე გულიანად აღარ იცინის შენს ხუმრობებზე, ხედავ მის გვერდით მჯდომ მეორე მეგობარს?! თითქოს მეტი დარდი აქვს თვალებში ვიდრე ქონდა, ხედავ შენს თავს?! ეხუმრე მან კი ვერ გაიგო, თუმცა მაინც გაგიღიმა რადგან უხერხულობა არავის ეგრძნო. იკარგებიან, განა ისე უმიზეზოდ , მიზეზი აქვს ყველაფერს, განა ერთმანეთი აღარ გიყვართ?! გიყვართ , პატივსცემთ ერთმანეთს თუმცა გაუცხოვდით. მერე ადამიანი ისეა მოწყობილი ამასაც მოინელებს, იფიქრებს გავიზარდეთ, იფიქრებს ყველას ჩვენი გზა გვაქო თუმცა არასდროს იფიქრებს თავისივე ბრალეულობაზე , განა იმას ვამბობ თვითონ რო უჭირდა სხვას რატომ არ მიაქცია ყურადღებათქო , მაგრამ იქნებ რა გამოეპარა მათი ცხოვრებიდან , განა რამხელა დარდები გამორჩა. მისი მეგობარი , მუდამ ციმციმა თვალებით ჩამქვრალა და ვეღარც გაიგო როდის გამორჩა.
ალბათ შორიდან რა სასაცილოები ვართ ადამიანები, როდესაც სხვისგანაც იმას მოველით რასაც ჩვენ მათთვის გავაკეთებდით.
არა და პირობა არ მოუციათ, არა და არ აქვთ რესურსი გაიღონ ის რასაც შენ გასცემ მათთვის.
ვსხედვართ მე და ჩემი მეორე მე , ჯინს გეახლებით და იმედგაცრუების სადღეგრძელოს ირონიული სახით ვსვავთ.
კარგად წერ❤️
სასიამოვნო წასაკითხია,მადლობა✨
ორივემ ვიცოდით გულის სიღრმეში რომ წყენა არსად წასულა, წყენა კი არა მწუხარება და გულის წყვეტა, სიტყვა სიტყვით გულის წყვეტა .
ვიცოდით, მაგრამ რომ დავრეკე მიპასუხა ისე თითქოს არაფერი მომხდარა. ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ოდნავ დაინამა კიდეც ჩემი ჩაშავებული თვალები თუმცა არცერთს შეგვიმჩნევია, ვიხუმრეთ კიდეც ამაზე.
მხოლოდ იმიტომ დავრეკე რომ მნიშვნელოვანია დრო. დიახ, ის დრო რომელიც ადამიანებს დავუთმეთ. სამწუხაროა რომ დღეს ფასი დაკარგა თუმცა ვეცადე ის ჰუმანური მეობა გამეღვიძებინა რაც დიდიხნის წინათ სამუდამოდ დავაძინე, აი ასე, თბილი საბანი გადავაფარე და ძალიან ღრმად გულის რომელიღაც ნაწილში დავაძინე.
ამაყები ვართ ადამიანები, ხანდახან ზედმეტადაც, ხანდახან სრულებით ვკარგავთ სახეს თუმცა ხანდახან ძალიან ვამლაშებთ სიტუაციებს.
თუ კი გავიზარდეთ, თუ კი გადავლახეთ, წესით მარტივად უნდა შეგვეძლოს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა.
ბევრი ვიფიქრე , ბევრი მხრიდან შევხედე და როგორც ჩემმა გადაღლილმა გონებამ გადაწყვიტა ხანდახან რაღაცეები უნდა დავთმოთ, მათ შორის სიამაყე, არა კი არ უნდა დავთმოთ უბრალოდ ხანდახან გვერდით უნდა გადავდოთ.
რა იქნებოდა რომ არ დამერეკა?! ქუჩაში რომ შევხვდებოდით ერთმანეთს ურცხვად შევხედავდით თვალებში თუ გზის მეორე მხარეს გადავიდოდით და ჯანდაბაში წავიდოდით.
არ მინდოდა , არ იმსახურებს დრო ამ ყველაფერს, დრო რომელიც წლებს მოიცავს, ათეულზე მეტს, ასე ფუჭად გაფლანგვას. და გრძნობები?! ერთმანეთის გამო რომ მთებს გადავდგავდით და ტყვიას გადავუდგებოდით ერთმანეთისთვის, მე დამენანა გრძნობებიც და დროც. არ მინდოდა როცა დავინახავდი სხვა მხარეს გადასვლა დამჭირვებოდა. განა გაქრება ის იმედგაცურება?! არსადაც არ წავა, უბრალოდ სამომავლოდ მეცოდინება რომ ადამიანები , ჩვენთვის უძვირფასესი, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებიც, რომელებიც დრომაც ვერ გაცვითა და გადაგვავიწყა ასეთ ჩემთვის მნიშვნელოვან დროს , ასე მიუღებლად მოიქცევიან.
მე დავრეკე და ასე მგონია ამ დროს გავიზარდე უფრო მეტად.
მე დავრეკე და ზუსტად ვიცი ქუჩაში შეხვედრისას სირცხვილით და ბოღმით არ დავიხრჩობი.
მე დავრეკე და ვიცი , სიამაყე კი გადავთელე თუმცა მეობა არ დავკარგე.
ხანდახან უნდა დავრეკოთ, ხანდახან…
ხანდახან ასე გადავარჩენთ ჩვენივე მეობას , ხანდახან მაინც.
დილამშვიდობის, ვინმე გიყვარდა? არაუშავს, მოკვდება. მენტალური ჯანმრთელობა ძლივს შეაკოწიწე? არაუშავს, კანალიზაციაში უნდა ჩარეცხო. იმედები დაამყარე? არაუშავს , ქარს გაატანე , საფუძველი კარგად ვერ შეგირჩევია , ცოტახნის უკან ჩამოინგრა. გეშინია? არაუშავს, ირგვლივ იმდენი მონსტრია ნამდვილად უნდა გეშინოდეს, ნორმალურია. უი, ცხოვრების დაწყებას თავიდან ხომ არ ცდილობდი? არაუშავს, სამყარო პირს შეკრავს , ყველა ეცდება მიწასთან გაგასწოროს.
everything you love is here
X Lil boy peep X
@ beamingdesign
"მარტოობა განპირობებულია არა ადამიანების გარშემო არყოფნის გამო, არამედ მათთან იმაზე საუბრის შეუძლებლობით, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია".
კარლ იუნგი
ძვირფასო ჩემო თავო,
არ მისცე უფლება ამ აყროლებულ სამყაროს შეგჭამოს. კი, ძალიან ფედქებადი ხარ. კი, ამ ბოლოს საქმეებს ვეღარ ასრულებ თუმცაღა მთლად შენი ბრალი არ არის. იმდენი პრობლემაა გარშემო ერთზე ვერ კონცეტრირდები. მეგობრები? დაიკიდე რა, როგორც გჩვევია გასაჭირში არ მიატოვო და უბრალოდ ცხოვრების ბოლო წუთამდე კარგად დაიხსომე, გატკენენ , ბევრჯერ გატკენენ თუმცა თავი არ ჩახარო, არ გაბრაზდე , ადამიანები არიან , ეპატიებათ.
ოჯახი? მასზე წმინდა არავინ გყავს და როგორც ახლა, როგორც მანდამე გიყვარდა უსაშველოდ , გაუსაძლისად ისევე გიყვარდეს მომავალშიც.
დაშვებული შეცდომები? ადამიანი ხარ, ნუ მიეყინე სტარტს- დაფინიშება ისწავლე. დააშავე? ატკინე? არასწორად მოიქეცი? იცხოვრე ამით , ნუ ჩარჩები იმ სიტუაციებში, გააგრძელე არსებობა, ცხოვრება, ღიმილი. არაუშავს , ყველა უშვებს შეცდომებს.
წარსული ჭრილობები? ეჰ, სამწუხაროდ ჩემო ძალიან ძვირფასო და სულელო თავო არაფერი შეიცვლება, სახვევს ვერ გაუკეთებ ჭრილობებს, ვერ შეახორცებ. არ მოგატყუებ , სამარადისოდ დარჩებიან. ეცადე მათთან ერთად ცხოვრება ისწავლო, შეტევების დროს როცა მიხვდები რომ სუნთქვა აღარ შეგიძლია , როცა ცივი ოფლი სახეს დაგისვრის, როცა ხელები გაგეყინება და გული საგულედან ამოვარდნას დაიწყებს თავს ძალა დაატანე, გაუმერე შენ თავს რომ დროებითია, რომ გაივლის. შეგჭამენ ცუდი მოგონებები, მარად შეგჭამენ თუ კი ნებას მიცემ და დღეის მდგომარეობით აძლევ კიდეც ნებას. მყარად დადექი, ნუ კლავ შენში ძლიერ ადამიანს. იარლიყი არ არის , ნამდვილად ხარ. რამდენჯერაც დაუშვებ მათ შეხორცებას , იმდენჯერვე გაიხსნებიან ამიტომ ნუ უშვებ იმის შანსს რომ სადმე გაქრებიან იარების გარეშე და ეცადე დააბალანსო მათთან ერთად ცხოვრება.
ადამიანური სახის დაკარგვა? ძვირფასო დედამიწაზე ცხოვრობ, ცბიერების, ბოროტების , ტკივილის და ასევე უზადო სიხარულის და სილამაზის პლანეტაზე. არაუშავს თუ ტკივილს ვეღარ გრძნობ, არაუშავს თუ იმდენად აღარ გახარებს. ადამიანი ხარ , გეპატიება. თვითგვემა არ გიშველის! ხედავ არა?! ხომ ხედავ სადამდე მოგიყვანა უკანასკნელმა. მარტო შენ არ ხარ ამ დილემის წინაშე, ვინ მეტი და ვინ ნაკლები პრობლმებით. ნუ გამოგყავს თავი საცოდავ ასრებათ , სხვისი შესაცოდი არაფერი გჭირს.
სიჩუმე? არა , არ გირჩევ. სიჩუმემ მოიტანა შენი დანაკუწებული სული. გახსოვს როცა წერდი ის პერიოდი? ხალხს ესაუბრებოდი, შენთვისვე იტოვებდი ჩანაწერებს თუმცაღა ერთგვარი თერაპია იყო. ვერ წერ? იყვირე! ვერ ყვირი? იტირე! ცრემლები გამოგელია? დალეწე, რაიმე დალეწე. არ გაჩუმდე, ოღონდაც არ გაჩუმდე. აღარ დაგრჩენია იმდენი ძალა გაჩუმებულმა დიდხანს გასტანო.
კიდევ ერთი რამ, ესეც სიცოცხლის ბოლო წამამდე დაიხსომე. ყველას ვერ გადაარჩენ, ყველას ვერ დაეხმარები, ყველას ვერ ამოიყვან ჭაობიდან და შენ თავს ნუ განსჯი ამის გამო. შენ ცადე და მცდელობის მარცხს შენ თავს ნუღა დააბრალებ. ურთიერთობები მხოლოდ ერთი ადამიანისგან არ შედგება, შენი მცდელობა ყველაფერს ვერ გამოასწორებს. კი , მესმის ამით წარსული შეცდომების გამოსწორებას ცდილობ თუმცაღა ეს მაშინდელია და ახალს ამით ვეღარ დაეხმარები. ადამიანები ხშირად გატკენენ და ნდობის დაკარგვას მათ აღდგენაზე იზრუნე. მე ყველაზე უკეთ მესმის შენი და ვიცი შენთვის აზრი აღარ აქვს, ვიცი როგორ გტკივა და რამდენად ცუდად ხარ, ისიც ვიცი გაღვიძების თავიც კი აღარ გაქვს თუმცა არ იმსახურებ და გთხოვ წამოდექი.
ვერავინ გაგიგებს და არც გაგიკვირდეს, ვიცი შეეჩვიე და ყოჩაღიც ხარ ამიტომ თუმცაღა ნუ დაკარგავ იმედს. შენ ხომ დღეს იმედით მოხვედი აქამდე, ხომ იცი ყოველთვის როცა ძალა აღარ გაქვს, იცი ეს დანამდვილებით ბოლოა მაშინ ანათებს შენი მზეც იმიტომ რომ გულის სიღრმეში იმედი გაქვს, გჯერა რომ გამოსწორდება.
ვისთვის დიდი და ვისთვის პატარა თუმცაღა ჩემთვის ჩამოყალიბებული, ღირსეული ადამიანი ხარ.
ნაკლებად განსაჯე შენი თავი, შენი გარეგნობა, შენი გადაწყვეტილებები, ღმერთი არ ხარ რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მისცე შენ თავს მითუმეტეს რომ თავად ღმერთმაც დაუშვა შეცდომა.
ნუ გეზიზღება შენი თავი, შეიყვარე და ნახავ რა ლამაზი ხარ. გადი კომფორტის ზონიდან და ნახავ შენი დამცავი გარსის გარეთ რამდენი ადამიანური ემოციაა. აცადე შენს თვალებს დაინახოს სხვა ფერთა გამა, აცადე ყურებს სხვა ქაოტური მელოდიები გაიგონონ, აცადე შენ გულს კიდევ ეტკინოს ან და გაუხარდეს. აცადე შენს სულ კიდევ ცადოს გამოღვიძება.
დაიხსომე ჩემო ძვირფასო თავო, თუ კი დაუსრულებელ ურთიერთობებს მისტირი, თუ კი დაუსრულებელ გეგმებს მისტირი, თუ კი მოგონებები გიყვარს და გენატრება ეს ერთ ადგილას მიყინვას არ ნიშნავს უბრალოდ ადამიანი ხარ.
შეიყვარე რა შენი თავი, მართლა იმსახურებ. ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს, და ბოლოს ყველაფერი ჩვენივე თავებიდან იწყება. ზომაზე მეტს ნუ მოჭრი და თუ კი მოჭრი ნუ ინანებ.
კი, შენი მზე კვლავაც გამოანათებს შენთან!