
if i look back, i am lost
ojovivo

pixel skylines

ellievsbear
styofa doing anything

oozey mess
Lint Roller? I Barely Know Her
RMH
h
Three Goblin Art
No title available
Monterey Bay Aquarium
Cosimo Galluzzi
Peter Solarz

titsay

★
Stranger Things
tumblr dot com

Origami Around

tannertan36
seen from Netherlands

seen from Canada

seen from United States

seen from United States
seen from United Kingdom

seen from United States
seen from Maldives

seen from China
seen from United States
seen from United States

seen from Australia
seen from Brazil

seen from Bangladesh
seen from Mexico
seen from United States

seen from United States
seen from United States

seen from United States
seen from Türkiye
seen from United Kingdom
@myraiinydays
You are a memory.
Instagram @remimaciulis
Instagram @remimaciulis
Instagram @remimaciulis
“ჩემნაირი გოგოები არ უყვარდებათ. ჩემნაირ გოგოებზე ფიქრში, არავინ ათენებს ღამეს. ჩემნაირ გოგოებს არც წითელ ვარდებს ჩუქნიან, არც თეთრ გვირილებს და არც იასამნებს. ჩემნაირ გოგოებს სიმღერებსაც არ უძღვნიან. ჩემნაირ გოგოებს მეგობრებიც ტოვებენ. მომაბეზრებელი ხდება გვერდით ჩემნაირი გოგოს ყოლა, ჩემნაირი ხასიათებით, ჩემნაირი სიტყვებითა და ჩემნაირი გრძნობებით. და, უბრალოდ მიდიან. უთქმელად, უსიტყვოდ, უკან მოხედვის გარეშე. მიდიან და მათ ცხოვრებაში ჩემნაირი გოგო კი არა, ცარიელი ფურცელი რჩება, რომელზეც ახალი ამბის გადაწერა ისე შეიძლება, ძველის კვალიც რომ არ დაემჩნეს საშლელით გაუხეშებულ ფურცელს. შემდეგ, ახსნა მხოლოდ ისაა, რომ ასეთი ხარ. რომ თავიდანვე გაგაფრთხილეს. რომ არ უნდა ნდობოდი ზედმეტად. რომ არ უნდა გქონოდა იმედები, რადგან შენნაირი გოგოები ბოლოს ყოველთვის მარტო რჩებიან. იმიტომ, რომ შენნაირები არიან. ჩემნაირი გოგოები ბევრს იცინიან და ბედნიერებიც არიან. მარტივად ბედნიერები. ჩიტივით აფართხალებული გულით და აკანკალებული მუხლებით. ბედნიერები არიან შენნაირებთან ყოფნით და ცდილობენ გახდნენ შენნაირები. ბოლოს, იშლებიან. საკუთარ თავსაც კარგავენ, იმასაც, ვისაც ემსგავსებოდნენ და გაგრძელების სურვილსაც. ხვდებიან, რომ ვერასდროს მოიშორებენ იარლიყს. ვერასდროს გახდებიან სხვანაირები. არასდროს შეიყვარებენ ისე, როგორც ამას მათნაირ გოგოებზე დაწერილ წიგნებში ყვებიან. არასდროს მოექცევიან ისე, როგორც ამას მათნაირ გოგოებზე გადაღებულ ფილმებში აჩვენებენ. და ნებდებიან. შემდეგ წვანან ჩემნაირი გოგოები, ჩემნაირად გულაღმა და ჩემნაირ ფიქრებს ახრჩობინებენ თავს. და იმ მომენტში, ვერც კი წარმოიდგენენ, სხვაც თუ შეიძლება იმავეს გრძნობდეს. თუმცა, როგორი ჩემნაირი, შენნაირი, ან მისნაირიც არ უნდა იყო, ვერასდროს იქნება გრძნობა იგივე. ცრემლები, შეიძლება. ემოციებიც. მიზეზებიც. გრძნობები, არა. არც გამოგონილი პრობლემები სჭირდებათ ჩემნაირ გოგოებს და არც ხელოვნურად შექმნილი ისტორიები. ჩემნაირად ყოფნაც საკმარისია. ისეთად, როგორიც უნდა ვყოფილიყავი, ალბათ, ყველაფერი რომ გამეგო. ყველაფერი მეგრძნო. და ბოლოს, მაინც გამეღიმა. რადგან, ასე მოხდა და მე, ასეთი ვიქნები სულ. მაშინაც, ჩემნაირი გოგოებიც რომ შეწყვეტენ ჩემნაირ ამბებზე წერას . “
“ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. და ყოველთვის გაუგებარი, რატომ. არასოდეს არცერთი პასუხი ამ კითხვაზე საკმარისი არ არის. ზიხარ და გიჟდები – აი, უფრო ლამაზი რომ ვყოფილიყავი, უფრო ჭკვიანი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო. ხან ისე ჩაეფლობი, გეჩვენება, რომ ღირსი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია, და შენ თვითონაც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არ იყოს. არის კიდეც ეს მიტოვება. ასე ფიქრი. შენი თავის მიტოვება. ეს ბალიშის ქვეშ შეტენილი ტირილები, ეს პალტოს საყელოში და შარფებში შეფუთული ტირილები, გაბმულად. შემოდგომის წვიმებივით. ეს მარტოკა ტირილები. მარტო ხეტიალების და მარტო ძილების ტირილები. ხან ბრაზდები. მერე ტირი. ისევ ბრაზდები, ისევ ტირი. ფიქრობ, რომ ამბავი, რომელიც შენთვის დაიწერა, ასე დაიწერა – არ შეგიყვარონ. და ისე ეჩვევი, უკვე ბუნებრივი გეჩვენება. და უკვე ირჩევ კიდეც, იმ ამბებს ირჩევ, რომელშიც არ შეგიყვარებენ. წინასწარ რომ იცი, ზუსტად რომ იცი. ფიქრობ, რომ მარტო ამას იმსახურებ და მორჩა. ებმებიან ერთმანეთს დღეები, როცა სარკეებიც გარბიან შენგან. არ გამოიჩინები. არ დაინახები. დღეები, როცა მარტო საქმიან წერილებს იღებ. როცა ისევ ავად ხდები და ვერავის ეტყვი, რომ გცივა. ავად ხარ. ეს ცალმხრივი ამბები, და ზედ დამატებული ცალმხრივი მეგობრობებიც. ვეღარ ბრაზდები. ის უღონო, ხმაჩაწყვეტილი ტირილიღა რჩება. რატომობის ტირილი. ვეღარშეძლების ტირილი.
თქვენ, ვისი ამბავიც სხვანაირად დაიწერა, თქვენ, ვინც შეგიყვარეს, ვისზეც იდარდეს, ვისზეც იტირეს, იცოდეთ, რომ რაღაც გაქვთ, ვიღაც გყავთ, ვიღაცას ყავხართ. და არაფერია უფრო მნიშვნელოვანი. უფრო ნამდვილი. უფრო მოსაფრთხილებელი. გაუფრთხილდით ხოლმე იმათ. ვისაც შეუძლია, უყვარდეთ.”
მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.