Follow @gvirilagogo94 and get more of the good stuff by joining Tumblr today. Dive in!
გამარჯობა- მე კრასულა ვარ და რატომღაც ფულის ხეს მეძახიან.
ასე სჯერათ ადამიანებს, ნიადაგში ფულებს თუ ჩამილაგებენ, მეც ავდგები და გავუდავებ )) მეც , რა ვქნა ზოგადად კეთილი მცენარე ვარ და ადამიანებს რომ მოლოდინები აქვთ, ვცდილობ ხოლმე არ გავუცრუო , არ არის სასიამოვნო. მე კიდევ ცხოვრებისეული პრინციპი მაქვს, არავის არაფერი ვატკინო და ჩემთვის ვიცხოვრო.
სხვათაშორის ძალიან ძლიერი და მყარი პიროვნება ვარ, აგერ ერთი ფოთოლიც რომ მომწყვიტოს ადამიანმა, დროსაც ვუძლებ სივრცესაც და ფესვის გადგმა ყველგან შემიძლია.
მომეფერები მოგეფერები მეც )) აი ასეთი ვარ და რა ვქნა? პრინციპში არც არაფერი .
აი ის გოგო, რაღაცნაირი ხალათით რომ მიზის გვერდით, ერთ- ერთი ის ადამიანია, ჩემი რომ იწამა და დაიჯერა და 365 კილომეტრის იქით წამომიყვანა, მართალია სხვებისაც სჯეროდა და ისინი დაიხოცნენ გზად, როგორც ეუბნებოდნენ, მაგრამ ძალიან ჯინიანია და სამაგიეროდ ჩემს გარდაცვლილ მეგობრებს შორის, ერთ- ერთი გადარჩენილი და მადლობელი ვარ. რომ არ დაეჯერებინა და არ წავეყვანე ასეთი ლამაზი , დიდი და ინტელექტუალი კრასულა ხომ ვერ გავიზრდებოდი?
ისე მე და ეგ ხალათიც დიდი ხანია ერთად თანავარსებობთ, მაგრამ ამ გოგოს ხშირად ვერ ვხედავთ ხოლმე.
თუმცა როცა ვხედავთ, ყველანი ვთანმხდებით რომ მშვენიერი კომპოზიცია ვართ.
არ მეთანხმებით?
















