შენ ყოველდღიურად უნდა კვებო თვალები, რომლებიც მუდამ გიყურებენ, სადაც არ უნდა იყო - ქუჩაში, წვეულებაზე თუ მარტო, საწოლში, სულ უნდა კვებო ყურები, რომლებიც აკონტროლებენ შენს სიტყვებს, ჩაკ ნორისი უნდა იყო, სამი ნაბიჯით წინ თვლიდე, ისეთი მომზადებული უნდა იყო, რომ სიზმარში ან კაიფშიც კი არ წამოგცდეს ბგერების ისეთი კომბინაცია, რომელიც შენს როლს არ ეკადრება, სულ უნდა კვებო სხვა დემონები - სახელმწიფო, საზოგადოებრივი აზრი, საყვარელი ადამიანები და ახლობლები, უცნობი ადამიანები, რომლებსაც ერთი offline-ერი “მისტიკოსი” - “შავ მაგებს” ეძახდა (იმიტომ, რომ ისინი რეალურად პირველი დაბრკოლებაა შენთვის, თუ შენ საკუთარი თავის გადაპროგრამებას დააპირებ. იმათ, ვინც შენ გიცნობენ, სულ ჯიბით დააქვთ შენი პერსონალური ისტორია, დოსიე შენს არსებაზე, ორ გეგაბაიტიანი (ზოგჯერ უფრო ნაკლებიც კი, მაგ. 200 მეგაბაიტიანი) ფოლდერი შენი პიროვნების შესახებ - სადაც დეტალურად არის ჩამოწერილი შენი ხასიათი, წარსული, აწმყო, მომავლის პერსპექტივები. შენი ოდნავი ამოვარდნა ამ შაბლონებიდან და ისინი მუდამ იქ დაგაბრუნებენ, სადაც იყავი, ამიტომ არის ალბათ ბევრ მისტიკურ ტრადიციაში, რომ მან, ვინც უნდა გაიაროს ინიციაცია, პირველ რიგში უნდა მიატოვოს ის ხალხი, ვინც მას ასე ძალიან უყვარს და რომლებიც რეალურად მას კლავენ) და ბოლოს - შენ ყოველდღიურად უნდა მიუტანო საკვები დიდ დრაკონს, რომლის სახელია - ეგო. საკუთარი თავის მნიშვნელობა. ორანგუტანგის არანორმალური სიამაყე საკუთარი თავით.
— ზურა ჯიშკარიანი, (წვდომა N2) – multipersonal disorder; ალექსი ჩიღვინაძის ინტერვიუ.









