Dinner time with a majestic view and fresh mountain air.
seen from France

seen from United States
seen from Brazil
seen from United States
seen from United States
seen from United States
seen from United Kingdom

seen from Malaysia
seen from United States

seen from Germany
seen from Türkiye

seen from United Kingdom
seen from United States

seen from Türkiye
seen from Belgium
seen from United States
seen from Japan

seen from United States
seen from Belgium

seen from Australia
Dinner time with a majestic view and fresh mountain air.
The Neanderthal Rises
The Neanderthal rises
Homo Sapiens fall
The planet flourishes
Nature rules
I'm back (from the forest) and I'm better now
Leucopogon verticillatus - Tassel Flower
This harks back to Gondwana Land time, so it’s a survivor.
Let’s hope we can emulate it before the climate change deniers stuff it up!
Even with all our technology and the inventions that make modern life so much easier than it once was, it takes just one big natural disaster to wipe all that away and remind us that, here on Earth, we're still at the mercy of nature. —Neil deGrasse Tyson
ეს უბრალოდ ბუნების კანონია
ადამიანები ეგუებიან. ყველაზე მტკივნეულსაც ეგუებიან. მას ამის გაკეთება დაბადების პირველივე მილიწამიდან უწევს როცა ცხოვრება საჯდომზე ურტყამს(რაც მომავალში სახით იცვლება), შემდეგ ფილტვები ტკივა და ჰაერის ჩასუნთქვა უჭირს(ზუსტად ისე, როგორც მერე, საყვარელი ადამიანის დაკარგვისას. ნებისიერი გაგებით). მერე უგემურ ფაფას ატენიან პირში(რასაც მომავალში უგემურ სიტუაციაში ნაძალადევი ღიმილი ცვლის). თუ მშობლის წინააღმდეგ რაიმე ინიციატივას გამოხატავს(იმიტომ რომ ჯერ ამის წარმოთქმა არ შეუძლია), რა თქმა უნდა, ისევ საჯდომზე ხვდება. მერე ეზოში ჩადის, სადაც ისევ უსამართლოდ ისჯება. გაბრაზებული და დამცირებული სახლში ადის იმ აზრით, რომ “მათ” აღარასდროს დაელაპარაკება, მაგრამ ერთ კვირაში ისევ ეგუება და ავიწყდება. ის ისევ ეზოში ჩადის. შემდეგ სკოლაში უნდა წავიდეს, სადაც რომელიმე ხანში შესული გაუთხოვარი მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ გააგდებს გაკვეთილიდან, რომ ფანჯარაში იყურებოდა როცა უსმენდა და არა თვალებში. რა თქმა უნდა, დედა მასწავლებელს უჯერებს, რომ ბავშვი უყურადღებოა და ის ისევ ისჯება სახლში. მას ბოდიშის მოხდას სთხოვენ კლასის წინაშე, ის ბოდიშს იხდის და ახლა უკვე ცხოვრებასთან ერთად მშობლებზე და მასწავლებლებზე გაბრაზებული უკანა მერხებზე ჯდება განმარტოებით. 12 გამწარებული წლის შემდეგ აბარებს იმ უნივერსიტეტში და იმ ფაკულტეტზე, სადაც მშობლებს უნდათ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სწავლას არ ადუფინანსებენ. შემდეგ სწავლობს იმას, რასაც მისი არსების ყველა უჯრედი და ტვინის ყველა ნეირონი უარყოფს, მაგრამ ასეა საჭირო. მერე მთელი ცხოვრება მუშაობს იმ პროფესიით, რომელმაც პიროვნულად ჩაახშო, მაგრამ ამასაც ეგუება და სახლში მისული ცოლთან არ წუწუნებს. დაბალი ხელფასი აქვს, იმიტომ რომ უფროსმა პრემიები გამოუწერა თავის თავს და მის “სეკრეტარშას”. ამასაც ეგუება და დასასვენებლად წასული უფროსის დატოვებული დავალებები სახლში მიაქვს რომ შესრულება მოასწროს. ამასაც ეგუება, რადგან ისე გამოაგდებენ. მშობლები ეღუპება, ტირის, პატიობს ყველაფერს, მაგრამ მათ დაკარგვასაც ეგუება, იმიტომ რომ უნდა იმუშაოს. შვილს ბევრ დროს ვერ უთმობს, რადგან მუშაობს, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, ვერ უგებენ და ისევ მას ლანძღავენ. ამასაც ეგუება და ისევ ის იხდის ბოდიშს. ფულს აგროვებს, რომ შვილის სწავლა დააფინანსოს კოლეჯში, მაგრამ ეს ფული ბანქოს ეწირება. ამასაც ეგუება და შვილს პატიობს(ისე, რომ ბოდიში არავის უთქვამს). შვილს სხვა ქვეყანაში უნდა თავისუფლების პოვნა და მშობლებს ტოვებს. ამასაც ეგუება და უწყობს ხელს ახალი ეტაპის დაწყებაში. ცოლს დეპრესია აქვს(უსაქმურობისგან) და ფსიქოლოგთან უნდა სიარული, ქმარს ეწუწუნება რომ სადმე გასართობადაც წავიდნენ საღამოს(როცა ის 11 საათიანი სამუშო განაკვეთიდან ბრუნდება) და თხოვნაზე უარის შემთხვევაში ისტერიკები იმართება. ქმარი ამასაც ეგუება და წყნარად თანხმდება წასვლაზე(იმიტომ რომ კამათის თავი არ აქვს). სამსახურში ჩაძირული, ვერ ამჩნევს ცოლის ღალატს და მხოლოდ მეზობლისგან იგებს ამ ყოველივეს. ამასაც ეგუება და ცოლსაც პატიობს, იმიტომ რომ ერთადერთია, ვინც ჰყავს(და რა თქმა უნდა ამჯერადაც ისე ხდება ეს ყველაფერი, რომ პატიება არავის უთხოვია). ცოლი მალევე შორდება იმ მიზეზით, რომ ამაზრზენია თუ როგორ ეგუება ყველაფერს, რომ არ ეჩხუბება ღალატისთვის და რომ მან კაცობა დაკარგა და თავის საყვარელთან გადადის. ცოლის ბედნიერებისთვის ამასაც ეგუება და ცარიელ სახლში თვითონაც დაცარიელებული რჩება. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ბავშვივით ტირის და ისევ ძველებურად ბრაზობს ცხოვრებაზე. შაბათ საღამოს ყველაფრით ყელში ამოსული მისაღები ოთახის ძვირადღირებულ ჭაღზე ეკიდება. სიკვდილსაც ეგუება. ნივთების წასაღებად მოსული ცოლი კი შემთხვევით შეესწრება ამ სანახაობას, რა გასაკვირია საავადმყოფოში ის ცოლთან ერთად იღვიძებს, მაგრამ თვალის გახელვისთანავე თავზე დასჭყავის რომ ეგოისტი, არაკაცი და სუსტია. ეს ყველაფერი თავიდან დაბადებას ჰგავს. და ეს ციკლიც თავიდან მეორდება. ის ისევ ყველაფერს, სიცოცხლესაც ეგუება. ორშაბათ დილას ის ისევ თავის სამუშაო მაგიდას უზის ოფისში. ადამიანები ეგუებიან. ყველაზე მტკივნეულსაც ეგუებიან. სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. ეს საზიზღრობა არა, უბრალოდ ბუნების კანონია.
Thousand Island Lake
Took this photo around 1am while out backpacking on our last night. this photo barely captures the beauty the moon showed that night.