ამ ბოლო დროს კარგი რაღაცებიც სევდას მგვრის… ლუდის გემოს ისევ ვგრძნობ. ზურგზე ვწევარ და ჭერს ვუყურებ. ჭაღის უცნაური მოძრაობა… არადა ნიავიც არ იძვრის. ჭაღი მოძრაობს და ჭერზე ტოვებს ჩრდილების უცნაურ ანარეკლებს. სამყაროს უსასრულობას ვეღარ ვგრძნობ. ვაკუუმში ვარ. ყველაფერი მტკივა… მან დამტოვა არ ვიცი ვინ არის მაგრამ დამტოვა ჩემი სხეულიდან გამოვიდა და ახლა მარტო ვარ. სულ მარტო.. უსულო ნივთი ვარ. მინდა გათენდეს და ცხოვრება დავიწყო თავიდან…















