იცი, როდესაც დასაძინებლად ლოგინში ვწვები და თვალებს ვხუჭავ, მე შენამდე ვეღარ მოვდივარ, ვეღარ გხედავ… ამ სევდას ვერაფერი ვეღარ შემივსებს და ვწუხვარ!…
styofa doing anything

Kaledo Art
Game of Thrones Daily

⁂

shark vs the universe

izzy's playlists!
Sweet Seals For You, Always
dirt enthusiast
Not today Justin

blake kathryn

祝日 / Permanent Vacation

Janaina Medeiros
ojovivo
trying on a metaphor
he wasn't even looking at me and he found me
let's talk about Bridgerton tea, my ask is open
Claire Keane

#extradirty
hello vonnie
DEAR READER

seen from Netherlands
seen from Canada

seen from Germany
seen from United States
seen from United States
seen from United States

seen from United States
seen from United States

seen from United States

seen from Portugal
seen from Portugal
seen from United States

seen from Malaysia

seen from United Kingdom

seen from United Kingdom
seen from T1

seen from Malaysia
seen from Bangladesh
seen from Türkiye
seen from Portugal
@sheneuli
იცი, როდესაც დასაძინებლად ლოგინში ვწვები და თვალებს ვხუჭავ, მე შენამდე ვეღარ მოვდივარ, ვეღარ გხედავ… ამ სევდას ვერაფერი ვეღარ შემივსებს და ვწუხვარ!…
აღარც დალევა მსიამოვნებს,
აღარც თამბაქო,
აღარც სხვებთან სიარული,
მგონია რომ ყველა გრძნობა გავეცი,ყველა ტკბილი თუ მწარე სიტყვა უკვე ვთქვი და ყველა უმამოდ დარჩენილი ბავშვი გულში ჩავიხუტე ჩემის ჩათვლით. ყველგან ვიყავი და ყველა სიმახინჯე ვნახე. მე შევხვდი ყველანაირი ტიპის ადამიანებს, ვნახე მადლიერებიც და უმადურებიც, ლოთები, ფსიქიკურად შეშლილები, უსიყვარულო და გაბოროტებული ადამიანები. ყველა სამოსი ჩავიცვი და ყველგან მეძინა, ქუჩაში, ქოხში, სასახლეში და სახლში, ყველა ტკივილი ჩემებურად ჩამოვწურე ქილაში და ზღვაში გადავაგდე.
მეცინება ხოლმე როდესაც ვიღაცას ჰგონია რომ რამით გამაკვირვებს,
რაიმე სახით ტკივილს მომაყენებს,
და მაინც,
რა შორია ცის კიდემდე…
©️ ლაშა აბულაძე
ალბათ მეც რამდენ ადამიანს ვატკინე გული,
დატბორილია ჩემი სული ამაოებით.
დღეს ვფიქრობდი.ყოველდღიურად რამდენი ათასი ადამიანი კვდება ისე,რომ მარტოსულია.
შემაძრწუნებელია,ჩემი ბუნებისთვის აუტანელია წარმოდგენაც კი,კვდებოდე მარტოსული.ამაზე დიდი უსამართლობა არაფერი მგონია.მოვიდეს სიკვდილი და იყო მარტოსული.
ამაზე ფიქრისას მოდის შიში და უფრო მეტიც- ძრწოლა.უზარმაზარი სასოწარკვეთა.
ალბერ კამიუ მოკვდა მარტოსული.სილვია პლათმა თავი მოიკლა.ისიც მარტოსული იყო.ანა კარენინა მარტო დარჩა.მანაც თავი მოიკლა...
რომ არა რაღაც იმედი,გაუცნობიერებელი იმედი ბედნიერების ან უბრალოდ უკეთ ყოფნის ("ბედნიერება" ან "უკეთ ყოფნა") ეს რომ არა,ვფიქრობ ვერ ვიცოცხლებდი.
ჩემნაირი ადამიანები კი რაღაცებს იგონებენ დღეების გადასატანად.და ამ რაღაცებში ვერავინ განგვიკითხავს.
“რამეთუ უძლურებაში ხდება სრულყოფილი ძალა ჩემი”
"საკუთარ ტკივილში გამტყუნებენ,
დგახარ და არაფერს არ ამტკიცებ,
გკიდია ეს დედამოტყნულები,
ამ ცამდე სიმართლის გადამკიდეს."
ლაშა მარგიანი
„ყველაზე მძიმე ციხე შენს გონებაშია, ისწავლე მისი გათავისუფლება.“
"არა ვარ კარგად
და არ უჩანს ტკივილებს ბოლო."
თუ რამ დასანახი არსებობს ვნახე. მე შევხვდი ადამიანურ სიმახინჯის მანკიერ სახეს. მე ვიცი, როგორია როცა გიჭირს - ღარიბის დაღი.და ნაბიჯი, როცა მიშვერილი გაქვს წვიმისკენ სახე.
სულიკო ხომასურიძე
შეიძლება სხვა დღეს, შეიძლება სხვა ცხოვრებაში, ან იქნებ აღარასოდეს…
მთელი ცხოვრება, მხოლოდ და მხოლოდ გზაა გარდაცვალებისკენ.
ზოგჯერ, როდესაც ღამე მოსაწევად გამოვდივარ, ისეთი განცდა მაქვს რომ არასოდეს მიცხოვრია და ყველაფერი წარმოსახვა და ილუზია იყო. უცნაურად გვეთამაშება და გვცდის ცხოვრება.
და ყველა განცდა სრულდება, გარდა განცდისა, რომ ყველაფერს ზედმეტად განვიცდი.
ერთადერთი ადამიანი ვისაც რამე უნდა დაუმტკიცო - საკუთარი თავია.
ყველაზე დიდი კონკურენტი - საკუთარი თავია
ყველაზე დიდი მტერიც - საკუთარი თავია!…
სოფელ ჯოყოლოში მოხუცი კაცი ვნახეთ, გაცრეცილ პატარა სკამზე იჯდა, ჭიქის ნაყინს ჭამდა და რომ დაგვინახა მიატოვა ჭამა. სიცხეა 45 გრადუსი და წყალზე ვტრიალებთ ყველა. იქვე ახლო მახლოს დავინახეთ რომ წყალი მოდიოდა. სასმელად ვარგისია ეს წყალი უფროსო? - ვეკითხები
- დიახ, მთის წყალია, ზემოდან მოდის.
- - წავედით ასავსებად
- ლაპარაკი დაიწყო, ამ სოფელში ჩემი გულის სანდომი კაცი ვერ ვნახეო, გულია ადამიანში მთავარი და თუ გული სუფთა არა გაქვს… ჩუმდება…
- - არაფრად ვარგიხარ - დავამატე მე
- - ეგრეა, არაფრად ვარგიხარ
- - ჩემს თაობაში, ქალიც დაფასებული იყო და კაციც, ახლა სხვა თაობა წამოვიდა… აქ რომ იტყოდნენ ეს კაცი თბილისშია ნამყოფიო, იცით როგორი დაფასება ჰქონდა? ახლა ვეღარ გაიგებ ვერაფერს
- - სად წავიდა ის ყველაფერი? ვეძიები რომ მეტი ისაუბროს…
- ადრინდელივით აღარაფერია და გული მტკივა… სანდო კაცს ვეღარ ნახავ…
- - მაშინ ხომ იყო ადამიანობა რაც ყველაზე მთავარია?
- - ამოიოხრა და თავი დამიქნია.
- ახლა აღარც ადამიანობაა და აღარც სიყვარული!
- აბა ჩვენ ვინ ვართ? ორი გოგონა შემოვიდა ჩვენს საუბარში.
- რობოტები! მივუგე ცივად.
- აპროტესტებდნენ, ვერც ჩემი ნათქვამი გაიგეს და ვერც ამ მოხუცი პაპის…
- და ახლა ამბობს ერთი, სულ მგონია რომ ამ ყველაფერს ის ადამიანები ამბობენ, ვინც ეგეთ გარემოშიაო…
-
- მეღიმება. ლაპარაკად არ ღირდა გაგრძელება… თან გულში ვფიქრობ, ამ ასაკამდე თუ მივალ ნეტავ მე რას ვიტყვი მერე? და ახლაც რომ ასე ვფიქრობ? და 20 წლის ბიჭი რომ ვიყავი მაშინაც ამას არ ვფიქრობდი?
- ამ კაცში ჩემს თავს ვხედავდი, გარეგნულად ჯერ არ დავბერებულვარ, ჯერ არ ჩამწითლებია ქუთუთოები მაგრამ მე ხომ ძალიან მწარედ ვიცი რასაც ამბობს და რასაც გულისხმობს…
და ისევ ბევრი დუმილი…
ბევრი დარდი და წუხილი…
კიდევ რა?
ადამიანები არაადამიანობენ!…
ყველაზე გაუსაძლის, ყველაზე გულის ჩამომშლელ დღეებში, არაფერი მშველის იმის ხსოვნაზე მეტად რომ ყველა უსამართლობის თავგადასავალი დროებითია! და რომ ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის! ხოლო ამ ბოლო მართალ სიტყვამდე, “აქაურობის” როგორმე ღირსეულად გაძლება-გადატანის მცდელობაა ცხოვრება უკვე ჩემთვის.
მაია სარიშვილი
ის ოცნებები,
რომლებიც მე უნდა ამხდენოდა, სხვას აუხდა,
ის სიხარული,
რომლითაც მე უნდა გამეხარა, სხვას უხარია,
მაგრამ ის ტკივილი,
რომელიც მე უნდა მტკენოდა,
მხოლოდ მე მტკივა და სხვას არავის.
/ ლაშა მარგიანი