მეგონა გაცილებით რთული იქნებოდა მოგონებების ერთი ხელის მოსმით წაშლა, მაგრამ აღმოჩნდა იმაზე უმნიშვნელო ყოფილხარ ჩემთვის, ვიდრე აქამდე ვფიქრობდი. თავიდან გადავწყვიტე, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიპყრობ ჩემც ქვეცნობიერს, მცოცავი ოკუპაციით მოვატყუებ არაცნობიერსმეთქი, თუმცა თურმე ღიმილით და გულწრფელი ხალისით შემძლებია შენი არსებობის ნებისმიერი კვალის წაშლა ჩემს ყოფიერებაში და ეს უჩვეულოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. სადისტურად სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ გავანადგურე ყველა სამხილი ოდესმე შენი ჩემთან ახლოს არსებობის შესახებ და ახლა გონების საცავში მხოლოდ იმ მომენტებს ვინახავ, რომლებიც მაწყობს, უწყინარია და მიყვარს.
ახლა ჩემი და შენი წრფეები არამც თუ უბრალოდ ერთმანეთის პარალელურია, უბრალოდ ერთ დიაგრამაზეც ვერ თავსდება და ვერ გეტყვი სად ხარ. თუ მაინც უფრო კონკრეტული პასუხი უნდა შევარჩიო, ისე გამოდის, შენ უბრალოდ არ ხარ ჩემს დიაგრამაზე.
Arrivederci😌









