წაიკითხეთ: სიმღერა Hey Zauri როგორც იტალიელმა მუს. ჟურნალისტმა მითხრა, (არ ვიცი როგორ მიპოვა) როკის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან იტალიურ ენოვან გამოცემაში, 2021 წლის საუკეთესო ფსიქოდელიურ როკის ნაწარმოებთა საპატიო სიაში მოხვდა. 20 სიმღერაში. (ძირითადად ავსტრალიურ და ინგლისურ ბენდებთან ერთად) და ყველაზე დიდი სიტყვა მიეძღვნა სტატიაში. პირადად ამ სიიდან მისი ფავოროტი სიმღერად მონათლა. პირველი შემთხვევა არაა, ამას წინად 📷 📷 📷 პოდკასტ შოუებმა ისაუბრეს The Land of kartvelians-ზე. ეს კი სტატია 📷 დან 📷 ში.
"კაპიტანი ბიფჰარტი ცხოვრობს, იმალება საქართველოში და დაწერა წლის ფსიქოდელიურ ნაწარმოები. ვახტანგ ქანთარია, იგივე ვაქო, თბილისელი მუსიკოსია, რომელმაც აკადემიური მუსიკალური განათლებიდან დაიწყო, ქართული როკის ერთ-ერთ ყველაზე დასაფასებელ სახელად იქცევა. თავდაპირველად სახლში (საქართველო) ცნობილი იყო თავის ძმასთან ერთად როგორც The W, თუმცა მისმა პარტნიორმა გადაწყვიტა ცხოვრება ზედმეტი ყურაღების და ხმაურის გარეშე გაეგრძელებინა. ქანთარიას მოუწია ახლიდან გამოეგონა საკუთარი თავი. სიმღერები სოლისტის როლში წარმატებული აღმოჩნდა, ინგლისურ ენოვან რადიოებში, პოდკასტ შოუებში დატრიალდა, და სხვადასხვა კრებულებში შევიდა. რამაც რამდენიმე ლეიბლთან კონტრქტამდე მიიყვანა, გამოსცა სინგლები, Live in Tbilisi, Live in Tbilisi II, და 2022 წლის იანვარს ავსტრიული ლეიბლის Studio Hundert Records ქვეშ The Land of Kartvelians პუბლიკაციით დაგვირგვინდა. პანდემიის გამო რამდენჯერმე გადადებული ალბომი არის ვაქოს მიერ ბოლო წლებში დაწერილი (და შემოთავაზებული ლაივში) ნაწარმოებების სტუდიური კურთხევა, ნაწარმოებები, რომლებიც არ წარმოადგენს არტისტის უახლეს შემოქმედებას. ფაქტიურად 2021 წლის სექტემბერს, bandcamp-ზე სტამბულური ლეიბლის, Tarla records-ის ქვეშ გამოდის 19 წუთიანი სიმღერა, სადაც ქართული, ეროვნული ფოლკი ერწყმის ფსიქოდელიურ როკს, გამაოგნებელი ქარიშხალი, რომელიც გარდა განსხვავებული რამეებისა, ერთმანეთს ურწყამს ორ ნაციონალურ ჰიმნსაც, საქართველოს და ბეთჰოვენის Ode to joy (ევროკავშირის ჰიმნი). დავუბრუნდეთ, პირვანდელ მძიმე შედარებას, რთულად არის შესაძლებელი მივუსადაგოთ მისი სხვადასხვა ვოკალური დონეების შესაძლებლობები სხვებს, ის მუსიკალური თვალსაზრისით ვაქო აქ ჩვენ გვახსენებს Beefheart-ს, "Mirror Man"-დან. ვაქო ხალხური, ფოლკლორული და ბლუზის ტრადიციის დეფორმაციას ახდენს უსასრულო და დამცინავი ფსიქოდელიური იმპროვიზაციის გზით. მაგრამ „ჰეი ზაური“ ასევე და უპირველეს ყოვლისა ეპიკური ნარატივაა, თხრობა, ან შესაძლოა მისი პაროდიაც კი, სადაც მთავარი გმირი მეჩვიდმეტე საუკუნის რაინდია, რომელიც მტერმა მოისყიდა, რათა გადაეცა ქართული ჯარის ადგილსამყოფელი. ეს არის არაჩვეულებრივი შედევრი, რომელიც მოელის, როგორც პირველი სინგლი, მომავალი ალბომდან "Ah! Qo!"
Riccardo Nuziale