* წესით 6ზე ამთავრებს დღეს. ჯერ შვიდის ნახევარია. პიკი საათია და ალბათ საცობიში მოხვდა. კარგი სანთლებს მერე ავანთებ. საჭმლის გაცხელება ნეტა ხელახლა მომიწევს? ისევ ისეთი გემრიელი რომ არ იყოს? კაი არაუშავს, მთავარია დღეს საღამოს ერთად გავატარებთ.
* რვის წუთებია. ჩაის მოვიმზადებ მანამდე. მიბდა ღვინო ერთად გავხსნათ. ჯანდაბა, სად წავიდა შაქარი?..
* რომელი საათია? აღარ შემიძლია ეს ტელევიზორი. რვას 14 წუთი აკლია. დავურეკო? კარგი მოდი ცოტახანსაც დაველოდები. - ტელეფონზე მესიჯი მომდის, რომ ვეღარ ახერხებს მოსვლას და წუხს ამაზე. მეტი არანაირი ინფორმაცია. კართან მივდივარ, რომ ჩავკეტო და უცებ ვიღაცის სუნთქვა მაღვიძებს.
- მაპატიე გთხოვ, დღეს უფროსმა ნახევარი საათით ზედმეტი დამიტოვა და ვიფიქრე არაა ჯერ საჭირო მიწერა, ვასწრებთქო. მერე კიდე, ტელეფონი დამიჯდა. მართლავჩქარობდი.
* საათს ვუყურებ და ცხრას გადაცდა. მერე მზედა მის თვალებზე გადამაქვს და ვხვდები რო ნანერვიულებია. ამიტომ ვეუბნები:
- კაი რა განერვიულებს, არაა პრობლემა, მე კარგად გამოვიძინე. შეჭამ?
- მხოლოდ თუ შენც შეჭამ ჩემთან ერთად. - მეღიმება და ხვდება, რომ თანახმა ვარ. - მე გავაცხელებ, შენ უბრალოდ დაჯექი და მომიყევი რას შვებოდი. - ვხვდები, რომ კომფოტის შექმნას და დაგვიანების გამოსწორებას ცდილობს. ისევ მეღიმება. ვუყურებ და აღარ მესმის რას ლაპარაკობს. მშვიდად ხელს ვკიდებ და სკამზე ვსვავ, ნაზად ვკოცნი, წითელ ღვინოს ვაწვდი და გასახსნელს, მე კი საჭმელს ვუბრუნდები.
- კარგი დღე მქონდა. ცოტა დამღლელიც იყო, მაგრამ საღამოს იმედი მქონდა, რომ შენ გნახავდი, და როგორმე მოვატანე. შენ? ხდებოდა სამსახურში რამე ახალი? - ჩემი მუცელი არ ჩუმდება, არც მე ვიჩნევ და ხვდება, რომ არ მიჭამია, ველოდებოდი. უცებ რთავს მუსიკას, ჩვენ-ჩვენ ჭიქებში ასხამს ღვინოს და მეუბნება:
- სულაც არ დავღლილვარ, კარგი დღე იყო. რა კაი სუნი აქვს, რა არის??
- არც მე ვიცი - სიცილით ვეუბნები - რაღაც ვნახე ტელევიზორში და მეგონა კარგი გამომივიდოდა, ხოდა შენ ხო ჩემი აუდიტორია ხარ, ესეც შეაფასე.
- მაშინ გულით გაკეთებულ საჭმელს და იმ ერთმანეთის სურვილს გაუმარჯოს, რომლის მეშვეობით შენ გვიანობამდე მე მელოდი, მე კი ახლა დაღლილობას სულაც ვერ ვგრძნობ. - მეცინება მის სადღეგრძელოზე. ღვინის მაგივრად მისი ტუჩები მინდა, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ და თვალს ვარიდებ რომ არ დამეტყოს.
- მაშინ გაუმრჯოს. აი მზადაა, ვსო დავსხდეთ.
- არა რა დავსხდეთ, დადე ეგ მანდ, ეს ჩემი საყვარელი მომენტია - მეუბნება და ისევ ძველებურად მატრიალებს. ჯერ არ იცის როგორი საყვარელია და არც მე ვიწყებ მაგაზე ლაპარაკს, უბრალოდ ჩემს თვალებს ეტყობათ და ის ამას ისევ ძველებურად ამჩნევს.
- სასაცილო ხარ.
- აუფ, რატო ვითომ?
- იმიტომ, რომ რამდენისაც არ უნდა იყო, ისევ ისე ბავშვურად გეცინება და გენთება თვალები.
- ეგ იმიტომ, რომ ისევ ჩემთან ხარ. ეხა მე მინდა დაძლეულ დროს და სივრცეს გაუმარჯოს. გახსოვს სულ სულ ადრე თოლია, რომ
- მახსოვს ანო მახსოვს, მართლა ყველაფერი კი არ მავიწყდება. ეგ ჩემი საყვარელი ნაწილი იყო მანდ. მოიცა აქ პატარა უფლისწულიც უნდა ვახსენოთ, სად დევს? წიგნი მინდა! - უცებ ჭიქას დებს და წიგნის წებნას იწებს, ჩქარ-ჩქარა და ანთებული ეძებს, მომწონს რო ვუყურებ და თან მაინტერესებს რა უნდა.
- ვსო ვიპოვე. - მორბის უცებ, შუბლზე მკოცნის, საყვარელ ნაწილზე შლის ძველ წიგნს, ჭიქას იღებს ხელში, ხმამაღლა კითხულობს პასაჟს და თვითკმაყოფილი და მომღიმარი სახით ელოდება ჩემი ჩიქის მიჭახუნებას. მეც მეცინება და აღარ ვაყოვნებ:
- შენ შეიძლება ისევ წახვიდე, მაგრამ დამიტოვებ ვარსკვლავებს, რომლებიც ყოველღამით გამიცინებენ. დაე მოხდეს ისე, როგორც საჭიროა - და სანამ მე აქ მოწყენას მოვასწრებდი ჭიქაში დასხმული მთლიანად დალეული ღვინის შემდეგ, სკამს მიწევს დასაჯდომად, ვჯდები და უკნიდან ისევ შუბლზე მკოცნის. უკვე ვხვდები, რომ ლოდინად ღირდა და არ ვარ ნაწყენი.მუსიკას რთავს და გვერდით მიჯდება. ძველი ისტორიების, შეხვედრების და გათენებული ღამეების გახსენებას ვიწყებთ და ისევ ძველებურად ვკარგავთ დროს.
იმ ღამით რომ ვიცინეთ, ასე გულიანად ჯერ არ გაგვიტარებია ერთად დრო. ღვინო როგორ შემოგველია ვერც ერთი მივხვდით. თუმცა ისე თავდავიწყებით მკოცნიდა, წესით ორივე უნდა მივმხვდარიყავით, რომ ეს ღვინო იყო ყველაფრის თავი. იმდენად უჩვეულოდ არ იკავებდა თავს, ისე თავისუფლად და იმდენს მკოცნიდა, მეშინოდა გამოსამშვიდობებელი არ ყოფილიყო ეს კოცნა. ვერასდროს ვიგებდი, როდის უტრიალდებოდა თავში მსგავსი ფიქრები და ამიტომ ყოველთვის ველოდი მსგავს განცხადებას: - ანო, დღიდან შენთან ვეღარ ვიქნები. ეგ საღამო ყველაზე ფილმური იყო, რა ისტორიაც კი შეიძლებოდა შექმნილიყო. თავისი პატარა ცეკვით, ღვინით, ბევრი კოცნით, ცოტა დამწვარი, მაგრამ გემრიელი საჭმლით და გაზიარებული ამბებით, რომლებსაც ერთმანეთისგან ვისრუტავდით.