seen from Canada
seen from China
seen from United States

seen from United Kingdom
seen from Türkiye
seen from Türkiye
seen from United States
seen from Malaysia
seen from United States

seen from United States
seen from China

seen from United States
seen from United States

seen from Netherlands
seen from China
seen from China
seen from United Kingdom

seen from Kazakhstan

seen from Türkiye

seen from France
OKAY WHO WANTS TO SEE GERASKIER WILD WEST SPOOKY AU FOR OCTOBER
i finished it
if you wanna be my lover, you gotta get with the formative literature of my life - several gay sports anime fanfictions longer than war and peace
შენი სახელი. შენი ადგილი.
საოცარია, წამის მეასედებში გაქრა დაღლილობა, სიცხე, გახშირებული სუნთქვა.
აქედან ყველაფერი ჩანს, ძველიც, ახალიც. ეს ადგილი თითქოს ამ ორს აკავშირებს და მერე აერთიანებს.
შემოსასვლელში ხე შემომეგება. რომ ნახავ, იცნობ. (უკვე იცი, რომელზეა საუბარი).
აქ ჭრიჭინები სიჩუმეს მოსვენებას არ აძლევენ. ადამიანი რომ ყოფილიყო, ზუსტად ისეთი გაღიზიანებული და ნერვებ მოშლილი იქნებოდა, იქით ბიჭი რომ ყიდის ფორთოხლის წვენს(ის არ უხდება აქაურობას). მაგრამ მაინც, ყველაფერი რა მშვიდია.
შვიდს აკლია თხუთმეტი და ცა ჯერ კიდევ ნათელია. ალბათ ღამით უფრო ლამაზია.
ფისოები არმიყვარს, მაგრამ დღეს უჩვეულოდ ბევრი მეფერნენ. არადა არც მათ ვეხატები ხოლმე გულზე.
კუთხეში ვზივარ. სკამზეც მე მიპოვი. (უკვე იცი, რომელზეა საუბარი. კარგად მიმოიხედე სანამ დაჯდები).
ღია სალათისფერი მსუბუქი კაბა მაცვია და შეგრნება მაქვს, თითქოს აქარობას ვუხდები. (ესეც უკვე იცი, რომელზეა საუბარი).
ეს სკამები საწერად ძალიან მოუხერხებელია, ამიტომ უკუღმა დავჯექი და ბლოკნოტი მოაჯირს მივასვენე. რა თქმა უნდა, მწერების ხელში მშვიდად ვერ მოვკალათდი და როცა ერთ-ერთთან ხელჩართული ბრძოლა გავმართე, შემთხვევით ბლოკნოტი გადავარდა. ჩემი ნაწერებიც და შენც მას მიჰყევით და გული წამით გამიჩერდა. სუნთქვაშეკავებულმა როგორღაც გადავარჩინე და ახლა იმაზე უფრო აფორიაქებული ვწერ, ვიდრე მანამდე.
მადლობა, რომ ზუსტად ეს ადგილი გამიზიარე.
როგორც გამაფრთხილე დრო და დრო ბევრი ტურისტია, მაგრამ თავს მაინც განმარტოებულად ვგრძნობ.
გრძელ პანორამას ვუყურებ და ვცდილობ წარმოვიდგინო და გამოვიცნო სად ხარ, რომელ ოთახში ზიხარ, ან დაფრინავ.
სიამოვნებით აღმოვაჩენდი ასეთ ადგილს შენთან ერთად.
იქნებ შეიძლება ერთი ადგილის ორჯერ ან რამდენიმეჯერ აღმოჩენა?!
P.S
ზოგჯერ ფიქრები განცალკევებულად არსებობენ ერთმანეთისგან, მაგრამ ეს მათ შორის კავშირის გაწყვეტას არ გულისხმობს და შინაარსი ისევ გასაგებია. ზუსტად ისე, როგორც ზემოთ წაიკითხე და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ შემთხვევაში.
მეგონა თუ ყველაფერს ასე დეტალურად აღვწერდი და შენ ეს გეცოდინებოდა, ისე წარმოიდგენდი, თითქოს იყავი კიდეც ჩემთან ერთად. რა ვიცოდი საღამოს რა მელოდა..
In a room full of people, with acid in my system, with my heart beating rampantly, i still thought of you and i guess to some extant it makes me both happy and sad.