ბავშვობის საყვარელი პერსონაჟებისთვის არასდროს გავიზრდები, რადგან ისინი იმაზე მეტად ცოცხლები და კეთილები არიან, ვიდრე ბევრი ჩემს გარშემო მყოფი ადამიანი.
არ შეიძლება მუდმივად რისკების შიშის ქვეშ ცხოვრობდე და საკუთარ თავს მიწაზე ბევრი “რა იქნება, თუ..” თოკით აბამდე მაშინ, როცა ცხოვრება უამრავ ბუშტს გაძლევს გასაფრენად, სამყაროს სანახავად, ადამიანების და საკუთარი თავის გასაცნობად, ისტორიების შესაქმნელად და დასატოვებლად, ოცნებების ასახდენად და სიხარულის ადრენალინის გამოსაცდელად. თითქოს, ყველაფერი გეხმარება ამაში.🌟 ეს ყველაფერი უნდა იგრძნო და გამოსცადო. უნდა მიაჩვიო საკუთარი გონება და თავი პოზიტიურ აზროვნებას, ოპტიმისტურ გულისთქმას და ინტუიციის ნდობას. არ უნდა გახეთქო ნაჩუქარი ბუშტები, ისინი უნდა გამოიყენო და გააჩუქო. ცხოვრების მაქსიმუმი უნდა იცხოვრო, სანამ ამ პლანეტაზე მოგზაურობ! ჩაეხუტო, გაუღიმო, აკოცო, მოეფერო, ხელი ჩაკიდო, მორწყა, ასწავლო, ისწავლო, იცეკვო, დაწერო, ჭამო, ილოცო, ინატრო, წაიკითხო, დალიო, ისეირნო, იკატაო, ითამაშო, გადმოხტე, შეეჯახო, შეიცნო, გაიცნო, გაუცინო, დაისვარო, გაცურო, დაიპყრა, შეხვდე, აანთო, აჩუქო, დაპატიჟო, უყურო, გადაიღო, დააფიქსირო, დაიმახსოვრო, გაიხსენო, იგრძნო, მოუსმინო, ენდო, გაიმარჯვო, წაიქცე, დამარცხდე, დაეხმარო, აპატიო, იზრუნო რაც შეიძლება ბევრჯერ!🌸 ვინი პუჰი არის ცხოვრებისეული სიბრძნისა და ურთიერთობების ღირებულების ყველაზე რბილი და თბილი განსახიერება, რომლის შექმნაც ავტორს შეეძლო.💙













