მაფინის გემრიელი და მარტივი რეცეპტები!
მაფინი (მინიკექსი) მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ნუგბარია! ის ბევრ ჩვენგანს ძალიან უყვარს და კარგი ის არის, რომ ის ქურასთან ტრიალის გარეშე შეგიძლიათ საგანგებო საცხობში გამოაცხოთ: https://bit.ly/2NWXxrm
დღეს გთავაზობთ მაფინის რამდენიმე მარტივ და გემრიელ რეცეპტს, რომელიც თქვენს სუფრას დაამშვენებს:
1) ბანანის მაფინი, თეთრი კრემით
ინგრედიენტები:
1/3 ჭიქა პურის ფქვილი;
1/4 ჭიქა შაქრის პუდრი;
1/4 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი);
1/8 ჩაის კოვზი დარიჩინი,
ძალიან ცოტა მარილი;
1/2 დაჭყლეტილი ბანანი;
1 ჩაის კოვზი ზეთი;
1 ჩაის ჭიქა ვაშლის პიურე;
1 ჩაის კოვზი ნაღები;
1 ცალი კვერცხის გული;
1/4 ვანილის ფხვნილი ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი თხილი
უბრალო მარგარინის კრემი;
1/2 ჩაის კოვზი დამდნარი მარგარინი (შეგიძლიათ ის გაალღვოთ მიკროტალღურ ღუმელში, ამ შემთხვევაში მიუთითედ მხოლოდ რამოდენიმე წამი);
4 კოვზი დაფქვილი შაქარი.
ბანანის მაფინის მომზადების წესი:
აიღეთ განიერი თასი, ერთად აურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი), დარიჩინი და მარილი. მას დაუმატეთ დაჭყლეტილი ბანანი, ზეთი, ვაშლის პიურე, ნაღები, კვერცხის გული და ვანილი. იქამდე ურიეთ მასა სანამ კარგად არ აირევა (დარწმუნდით რომ თასი ძირში არ ჩარჩა შურეველი ფქვილი).ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ.
გამოცხობის მერე, წაუსვით უკვე გამზადებული უბრალო მარგარინის კრემი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, შეგიძლიათ ასევე გააფორმოთ თხელი ბანანის ნაჭრებითაც. გემრიელად მიირთვით სანამ თბილია.
2) შოკოლადის მაფინი:
1 ც კვერცხი
150 მლ რძე
175 გ ხორბლის ფქვილი
100 გ შაქარი
60 მლ მცენარეული ზეთი
10 გ გამაფხვიერებელი
45 გ კაკაო
2 გ მარილი
მომზადების წესი:
გავტეხოთ კვერცხი და შევურიოთ ზეთი. გავაფხვიეროთ ფქვილი, კაკაო, შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი, დავუმატოთ კვერცხს, ვურიოთ კარგად, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. ჩავასხათ მასა სპეც ფორმაში და ვაცხოთ 200 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
3) მაფინი ლიმონის ცედრათი
ჭიქა ხორბლის ფქვილი
1/2 ჭიქა შაქარი
3 ჩაის კოვზი საფუარი
1/2 სუფრის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა
3/4 ჭიქა რძე
1 ცალი დიდი ზომის კვერცხი
მცენარეული ზეთი 0, 3 მლ
მომზადების წესი:
შეაცხელეთ წინასწარ საცხობი ფორმა 200 გრადუსამდე, წაუსვით ფორმებს შიგნიდან ცხიმი, აურიეთ შაქარი, ფქვილი, ცედრა, საფუარი. ცალკე ათქვიფეთ და შეურიეთ კვერცხი, მცენარეული ზეთი და რძე. შეურიეთ ნაზავები, (ცომი გამოდის ცოტა მკვრივი), ჩაასხით ფორმებში და აცხვეთ 20-25 წუთის მანძილზე. გააჩერეთ ფორმაში 1 წუთის მანძილზე, შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე.
4) ხაჭოს მაფინი
200 გ ფქვილი
200 გ რბილი ხაჭო
150 გ ნაღების რძე
200 გ შაქარი
1 ჩ/ჭ გამაფხვიერებელი
3 ც კვერცხი
კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ, თანმიმდევრობით დავუმატოთ გამაფხვიერებელი, ზეთი, შემდეგ დავამატოთ ხაჭო, თან ავთქვიფოთ. დავუმატოთ ფქვილი, ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. მოსართავად და გემოს მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის პუდრა, მინანქარი, ნებისმიერი ხილი.
5) მაფინი ვაშლით
2 ც ვაშლი
ხორბლის ფქვილი 300 გ
რაფინირებული ყავისფერი შაქარი 100 გ
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
მარილი გემოვნებით
225 მლ კეფირი
1 ჩ/კ სოდა
60 მლ მცენარეული ზეთი
100 გ კედრის ან მიწის თხილი (არაქისი)
1 ც კვერცხი
1 ჩ/კ დანაყილი დარიჩინი
მოვმართოთ საცხობის თერმოსტატი 200 გრადუსზე, შევურიოთ ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, მარილი, ცალკე ავთქვიფოთ კეფირი ზეთთან და კვერცხთან ერთად, მოვურიოთ. შევურიოთ მიღებული მასები და ჩავასხათ ფორმაში, გავფცქვნათ ვაშლი და დავჭრათ კუბებად, დავუმატოთ ნაზავში ვაშლის ნაჭრები და თხილი, დავამატოთ დარიჩინი და შაქრის ფხვნილი. ვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში!










