***
წვიმიანი დღეები გიდგება, სწორედ ისეთი მთელი სამი სეზონი რომ შენატრი.
სულის სიმშვიდის სეზონი გიდგება-შემოდგომა.
რატომღაც ამ დროს მეტად კომფორტულად გრძნობ თავს,
თითქოს ცაა შენთან, ნუგეშივით გევლინება წვიმა, სულის მელოდიას გიყოლებს წვეთწვეთად და შენც ამაში რაღაცნაირ ბედნიერებას , სიმშვიდეს, სიხარულს პოულობ. ახლაც წვიმს, ფანჯარასთან ჯდომა აიკვიატე ნაწვიმარი მიწის სუნი პირველ სართულზე მეტად აღწევს, შეიძლება ითქვას რომ პირველ სართულზე ცხოვრების პლიუსიც ესაა.
გინდა მთელი შენი ფილტვები ამ სუნით შეივსო, თვალებს ხუჭავ და ფიქრობ იმაზე რომ უკეთესი იქნებოდა ახლა სადმე მთაში იყო, კომფორტულად იჯდე ხის სკამზე და ცოტათი მაინც აღწევ რეალობას თავს.
მალე დაგიდგება ქუჩაში დიდხანს ყოფნის დღეები. გიხაროდეს.
ფანჯარასთან ზიხარ.
რამდენიც არ უნდა უმტკიცო საკუთარ თავს რომ არავინ გჭირდება, რომ მარტოც კარგად ხარ.
შენი თვალები გამხელს ტყუილში მაშინ როცა შენ სანატრელ სეზონზე წყვილებს შეხედავ, რომლებიც მეტად უხდებიან შემოდგომას.
ნატრობ ნეტა შემოდგომას შეგიყვარდეს ვინმე.
















