İyi geceler 🪽
seen from Türkiye
seen from Australia

seen from United States
seen from United Kingdom

seen from United States

seen from Germany

seen from South Africa
seen from Puerto Rico
seen from United States
seen from United States
seen from United States

seen from Australia
seen from United States
seen from United States
seen from China

seen from United States

seen from United States
seen from United States
seen from United States

seen from United States
İyi geceler 🪽
Beni gizleyen karanlıktan yüz bularak Tülsüz, perdesiz şehre bakıyorum Arkamda yarı örülü bir duvar Gecenin serin esintisi sırtımı sıvazlıyor Başımda örtü var ama yüzümde yok nikap Yinede tülsüz, perdesiz şehre bakıyorum Beni gizleyen karanlıktan yüz buluyorum...
Allah’ın bize verebileceklerinin sınırı yok arkadaşlar lütfen dar düşünmeyelim
#1431
Chúng ta có khoảng cách địa lý nên em thật sự ganh tị với những người mà họ có thể gặp gỡ anh mỗi ngày.
@bibianxx
I spent most of my waking hours reworking Heilyn’s clothes, and I think I like the result? Also, you can’t see it, but that middle casual outfit is a corset vest. Because corset vests are pretty.
neden uyumuyorsun güzel kızım
Geceyi kaçırmak istemiyorum.
02:20 2020
~ • ~
- არჩევანი.
- ოო, არადანი. სულ რატომ მასწრებ?
- იმიტომ, რომ ბოთე ხარ.
- აირჩიე და ნუ მაბრაზებ.
- ამას ვირჩევ.
[დუმილია. ცოტა გაკვირვებული მიყურებს. შეწუხებულიც. დანარჩენებიც ჩვენ გველოდებიან. ვერ მიხვდა მე გავაკეთე არასწორი არჩევანი, თუ იმდენად ჭკვიანური სვლა იყო, რომ თავად გავაცურე და ვერ ხვდება რატომ.]
- ამას რატომ ირჩევ?
- შენ არავინ გეკითხება. აირჩიე.
- იმას ვირჩევ. შენი ჯერია მალე.
- მე მეტი არავინ მინდა. მოვრჩი.
- შენ რა გოგო სულ გამოშტერდი?
- არა, ასე გადავწყვიტე. არავინ მჭირდება მეტი. ხელი შემეშლება.
[საკუთარი თავისთვისვე გასაკვირი კოსმიური სიმშვიდითა და სიმტკიცით მივუგე მე.
მხოლოდ შენ არ გაგკვირვებია ჩემი არჩევანი.]
- არაა ეს გოგო ნორმალური. ან ეს რამ აარჩევინა? მის დღემში არავის გაუგია ამისი ხმა. ან ორნი გუნდში.. კარგი, როგორც გინდა. მაშ თუ ასეა დანარჩენები ჩემთან.
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო.
[არადნის გუნდი სტრატეგიის შესამუშავებლად წრეზე შეიყუჟა და ქაოტურად ცდილობდენ მოთათბირებას მანამ, სანამ მე შენგან ორი ნაბიჯით დაშორებული შენსკენ შემოვტრიალდი და ხმაამოუღებლად ეს დრო თვალებში ყურებაში გავატარეთ.]
- ჩვენ მოვრჩით. ვინც მზად არ არის, ჩვენი ბრალი არ არიის.
[შემოგვყვირა ხაზს იქით მდგარი გუდნის წევრებიდან ერთ-ერთმა.
მზერა არ მომიშორებია, ბაგე არ გამიღია. მიხვდი შენი პასუხის ჯერი იყო და ორივემ ვიცოდით, რაც უნდა ყოფილიყო ის.]
- ჩვენც მზად ვრთ.
[თქვი ჩემს გასაგონად და ოდნავ ხმამახლა. არც შენ მოგიშორებია თვალი. მათთვის სტარტის ნიშანი შენი ბოხი, დამჯდარი პირველად და ძლივს გაგონებული ხმა იყო.
მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ იმ ადგილებს შენ ყველაზე უკეთ იცნობდი.]
- ინანებ მაგ გადაწყვეტილებას.
- შენ მაგაზე არ იდარდო. მიხედე შენ ჯგუფს. Q1-ს ჟანგბადის მეორე ბალონი რჩება. მომწყდი ეხლა თავიდან.
[ისევ შენგან თვალაურიდებლად ვუპასუხე].
~ • ~
როცა აქ მოვდიოდით, მოვფრინავდით თუ მოვქროდით, არ ვიცი რა ვუწოდო, მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა - მეპოვა სხვა სიცოცხლე, სხვა წყარო, სხივი ან რაიმე, რაც ახალ ეპოქას მისცემდა დასაბამს კაცობრიობის ისტორიაში. შენ არ ვიცი ჩვენ ეკიპაჟში როგორ მოხვდი, არც გარკვევა მიცდია. მაქსიმალურად ვცდილობდი არ გავრეულიყავი მათში, რადგან ვიცოდი უმეტესობა უკან ვერ დაბრუნდებოდა. სულელები, გამოუცდელები არიან, მაგრამ გულის სიღრმეში მიყვარს. შევეჩვიე ბოლო ბოლო, ამიტომ თამაშზე, რაც შეიძლება მეტი და მალე გვეპოვა ახალი ან განსხვავებული სიცოცხლის ნიშან-წყალი, უარს არც ერთ მისიაზე ვეუბნებოდი.
ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი შენი უცნაური თავისუფლება. უფრო სწორედ, შენი ენერგიის თავისუფლება, ფესვებთან დაბრუნებას რომ ჰგავს. სოფელს რომ მივემგზავრები რამდენიმე წელიწადში ერთხელ და სისხლი მიყივის, კიჟინაა ჩემს ვენებში აი მსგავსი რამ გქონდა შენ, თუმცა ეს მხოლოდ მე ვიფიქრე ასე. ჩავთვალე, გრძელი გზის ბრალიამეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. როგორც კი ეკიპაჟი მზად ყოფნაში შევიკრიბეთ ხომალდთან დასაყოფად, მაშინ მთის სუფთა, ქალაქის ჰაერისგან მკაფიოდ განსხვავებული ჰაერივით ვიგრძენი შენი ენერგია. შედეგი კი უკვე იცი. არ გიცნობდი, მაგრამ გიგრძენი და ეს საკმარისი იყო ნდობისთვის. შენ საკმარისი იყავი იმისთვის, რომ სხვა წევრების ადგილი შეგევსო და გუნდში მხოლოდ ჩვენ ორნი ვყოფილიყავით.]
~ • ~
[ისევ თვალებით განაგრძობდი საუბარს. ბაგეებშეურხევლად შენებური სიმშვიდით გამომიწოდე ხელი, ნდობის ნიშნად კი ჩემი მოგანდე და ჩვენ დავიძარით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი სად ვიმოგზაურებდი და რას ვნახავდი. ჯერ კიდევ ვღელავდი და შენ კი არა, საკუთარ გადაწყვეტილებას ვერ ვერ ვენდობოდი. შენში კი არა, ჩემს აღქმაში მეპარებოდა ეჭვი.
შეწუხდი და შემომიტრიალდი:]
- თუ ღრმად არ ისუნთქებ არაფერი გამოვა. შენ ხომ ამირჩიე, ამიტომ მაცადე დაგიბრუნო ის, რაც გეკუთვნის.
- კი მაგრამ რა მეკუთვნის? ან რატომ?
- შენ მე უკან დამაბრუნე, ჩემს პლანეტაზე; შენ მე ამირჩიე და მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, მისიაც მომანდე. შენ როგორ ფიქრობ, საზღაურს არ იმსახურებ?
[დაბალი რეგისტრის ხმა გაქვს. ვმშვიდდები.]
- არ ვიცი, ალბათ.
- იწამე შენი თავის და დააფასე ის.
[ვეღარაფერი გიპასუხე და უბრალოდ ხელჩაკიდებული უკან მოგყვებოდი. შენ უცნაური სიზუსტით და მიზანმიმართულობით მოძრაობდი. თითქოს მხოლოდ ნაცნობი კი არა, მშობლიური ყოფილიყოს ეს მხარე შენთვის. ნელ-ნელა უცნაურობას კარგავდი.. სრულიად გასაგები, აღქმადი და შესაბამისი ხდებოდი იმ პლანეტისა, რომელზეც ვიყავით. შენი დაკარგული სიუცნაურე კი მე მეპოვნა და ახლა მე ვიკვეთებოდი იქ ატიპურად.
პატარა იამას მივუახლოვდით და შენ ჩემსკენ შემოტრიალდი ძლივსშესამჩნევი ნახევარღიმილით სახეზე:]
- მზად ხარ იპოვო ის, რასაც ამდენი ხანი ეძებდი? არიჩქარო პასუხი. არ გაჩქარებ. თუ გსურს ჩამოჯექი და მოიფიქრე, მე კიდევ დიდხანს შემიძლია დაგელოდო. უბრალოდ ზუსტი პასუხი დამიბრუნე, ნამდვილად მზად ხარ თუ არა შეიცნო ის, რაც აქამომდე ცხვირ წინ გქონია, შენ კი მას წლობით დასდევდი?
- თუ ღმერთი გწამს, ნუ მაშინებ. გამარკვიე რა იცი და რა ხდება? მაჩვენე ბოლოს და ბოლოს. მზად ვარ. მზად ისე, როგორც არასდროს.
- იმისთვის, რომ სიცოცხლე იპოვო, ჯერ უნდა დაკარგო ის, როგორც აღმოსავლეთის სიბრძნე გეუბნება. მე კი გეტყვი, იმისთვის რომ დაინახო, ჯერ თვალები უნდა დახუჭო. მენდობი?
- კი, გენდობი.
[დაგიდასტურე მე, შენ კი ხელის ნაზი მოძრაობით თვალები დამახუჭინე, ზურგს უკან ამომიდექი, მეორე ხელი ჩამკიდე და ყურთან ჩაიჩურჩულე:]
- ჯერ თვალგაუხელლად, მხედველობის გარეშე დაინახე. ეცადე იგრძნო რა არის გარშემო. მერე კი, ხელის მოშორებასთან ერთად აწიე წამწამები.
[ტურბულენტური ზონაც კი ვერ მიჩქარებს გულის ცემას ისე, როგორც იმ წამს შენ და რაღაც ახლის მოახლოებამ შეძელით.
თვალები მჭიდროდ დავხუჭე, რამდენჯერმე გავუმეორე გულში საკუთარ თავს “დაინახე, მაგრამ არ გაახილო! დაინახე, მაგრამ არ გაახილო!” და ყოველ შემდეგ ჯერზე ეს უფრო მძლავრი და ხმამაღალი ბრძანება იყო. “ანო მიდი, დაინახე! მაგრამ არ გაახილო!” ბოლოჯერ ვუყვირე ჩემს თავს და უკანასკნელ ბგერას გაყვა ჩემი სხეულებრივი დაძაბულობა, რადგან მე ვხედავდი. ვგრძნობდი. გავირინდე. შენ ეს იგრძენი, ხელი მაშორე სახიდან და მე ნაზად, თითქოს პირველად ვაზიარე საკუთარი თავი ნამდვილ სამყაროს - გავახილე თვალი.
და იქ იყო სამი იამა, უამრავი ყვავილი, არადედამიწიერი ფერებით ნაზავი მოლივლივე ენერგიები, ჰარმონია და სიმშვიდე, რომელიც გულს მიჩუყებდა და მიმღერებდა.
მე ის ვიპოვე!
შენ ის მაპოვნინე!
ნელ-ნელა მეორე ხელიც გამიშვი და მე დამოუკიდებლად გავიარე. გავზავდი მათში და ჩემმა სულმა მათაც გააგონა აღიღინებული ჰანგები. მე ვიყავი ბუმბულზე მსუბუქი, მზის სხივზე მკრთალი ნათელი და სუფთა მდინარის წყალზე კამკამა.
მე ფრენა შემეძლო!
შენ ფრენა მასწავლე!
აღმოჩენილი სინაზით აღტაცებული უკან დაგიბრუნდი და გულში იმდენად ძლიერ ჩაგეკარი, შენი მზის წნულში ჩავეხვიე და უკან გაწევისას ჩემი ნაწილი შიგ მკერდში მნათობად ჩაგიტოვე.
ისევ უთქმელად, შენ ახლაც იცოდი რა მინდოდა და რა განმეზრახა.
ორივე ხელი ჩამკიდე, ფრთხილად მომიახლოვდი, ხელით თავი მკერდზე მიმაჯდობინე, მეორე ძლიერ მომხვიე და სამ თვლაზე ფეხის დაკვრით ჩვენ ცაში ავიჭერით.
ეკიპაჟს თავზე გადავუფრინეთ და ხმამაღლა, არადნის გასაგონად შევსძახე:]
- მე ის ვიპოვე! მშვიდობიით.
[და როცა ჩემი ხმა მათ შორის მინავლდა, გაურკვევლობისგან შეშინებულები ჯერ კიდევ ერთმანეთს ან კაპიტანს უყურებდნენ, კაპიტანი კი ცას.]
~ • ~
რაც აქაური არაა, ჯობია მიღმა დარჩეს, ამიტომ კაცობრიობამდე ეს ინფორმაცია არასდროს მიღწეულა, თუ რა ხდება კოსმოსის მტვრის სქელი ფარდის მიღმა. მეგონა მე აგირჩიე, მე კი უბრალოდ გამიმართლა, რომ თავად ამირჩიე და მაქციე იქაურად.
ორადორი წევრი ვინც ეკიპაჟს უკანა გზაზე აკლდა, ეს ჩვენ ვიყავით..
C: I just tried to continue the asks
And you succeeded in doing so.
N - “...never-ending torture, isn’t it?”
...it’s a good thing I sleep through the day.
E - “...mhm...”
There are no interruptions at twenty past two in the morning.