ბინდი
იმ ზამთარს თოვლიძველი კედელივით ეცემოდა.მაშინ არც დაპირების გემო ვიცოდით,არც ღალატის დასაწყისის.ჯერ სუნთქვის გაციებით,მერე სიტყვის დაზოგვით.შენი სველი თმა სახეზე მეკრობოდა,გვყლაპავდა ბინდი,ქარისგან ეზოებში ნათრევი.თითებს გიჭერდი.მეგონა,ჩემში გადაგიყვანდი.თვალებში გიყურებდი და მახრჩობდა შიში,რომ ყველაფერი გაჩერდებოდა.რამდენმა სხეულმა ჩაიარაშემდეგ ჩემს თითებში…ისე შორს არის ყველაფერი,თითქოს ახლა…








